ჰიუნდაის სერვისი: ძრავის ხელოსანი ბათუმში

ჰიუნდაის სერვისი: ძრავის ხელოსანი ბათუმში

PRO SERVICE (ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი 212მ) აკეთებს ჰიუნდაის: ძრავი, ხადავოი, კონდიციონერი, ელექტროობა და გეგმიური მომსახურება. ჰიუნდაის ძრავის ხელოსანი ადგილზეა — დიაგნოსტიკიდან კაპიტალურამდე. ჯერ გეტყვით მიზეზს და მერე — ფასს.

ჰიუნდაი საქართველოში: ტაქსიდან საოჯახო კროსოვერამდე

ჰიუნდაი ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მარკაა. ჩვეულებრივი სურათი:

  • Sonata — ბევრი მეორადი კორეიდან და ამერიკიდან, ნაწილი გაზზე (LPG), ხშირად ტაქსში მუშაობს და დიდ გარბენს გადის;
  • Elantra და Accent — იაფი ქალაქის სედანები;
  • Tucson და Santa Fe — კროსოვერები ოჯახისთვის და მთაში სასიარულოდ.

დიდი გარბენის გამო „სამუშაო" ჰიუნდაიზე წინა პლანზე ძრავი, ხადავოი და კონდიციონერია.

სიმპტომი — რას ვამოწმებთ

ძრავი კაკუნობს ან ხმაურობს, ზეთის ხარჯი იზრდება. დიდგარბენიან ზოგ ბენზინის ძრავზე გვხვდება ბარბაცის საკისრების (ვკლადიშების) ცვეთა და ნაკაწრები. ბოლომდე ნუ ატარებთ: ვამოწმებთ ზეთის წნევას, ვუსმენთ ძრავს, ვაკეთებთ ძრავის დიაგნოსტიკას და მხოლოდ მერე გეტყვით, საკმარისია რემონტი თუ საჭიროა კაპიტალური.

ანთია Check Engine, ბრუნები ცურავს. დაჩიკები, კოჭები, დროსელი, გაზიან მანქანაზე — გაზის სისტემის აწყობა და მდგომარეობა. ვკითხულობთ შეცდომებს და ვუყურებთ პარამეტრებს რეალურ დროში.

წინ კაკუნობს ორმოებზე. სტაბილიზატორის დგარები, წინა ბერკეტების საილენტბლოკები და შარავოი, დგარის საყრდენები. Elantra-ზე და Sonata-ზე ეს ხშირია. ვაკეთებთ ხადავოის დიაგნოსტიკას.

კონდიციონერი თბილს უბერავს. ბათუმის ზაფხულში მის გარეშე ძნელია. მიზეზები — ფრეონის ჟონვა, კომპრესორი, ჭუჭყიანი კონდენსატორი. იხ. კონდიციონერის დატენვა.

ავტომატური კარობკა აწკაპუნებს. ხშირად ზეთის შეცვლა შველის; თუ არა — კარობკის დიაგნოსტიკა.

სონატასა და სხვა მოდელების ძრავის შეკეთება: რა სჭირთ

მოდელიხშირი ძრავირას ვხედავთ დიდ გარბენზე
Sonata, Santa Fe, Tucson (ამერიკული)2.4 GDI (Theta II)ზეთის ხარჯი, ვკლადიშების (ბარბაცის საკისრების) კაკუნი
Sonata კორეიდან2.0 LPi, ქარხნული გაზიგაზის ფორსუნკები, სარქველები, სანთლები
Elantra1.8 და 2.0 ბენზინიდგარების კაკუნი, წინა საილენტბლოკები
Accent1.4 და 1.6ცეპლენია მექანიკაზე, ძრავის ბალიშები

Theta II-ზე ჰიუნდაის ამერიკაში საგარანტიო გამოხმობა ჰქონდა ზუსტად ბარბაცის საკისრების გამო. ამიტომ ამერიკული Sonata-ს და Santa Fe-ს ყიდვისას ძრავს ყურით არ ვენდობით: ვზომავთ ზეთის წნევას ცხელ ძრავზე და ვუყურებთ ფილტრში ბურბუშელას.

ჯაჭვი ამ ძრავებზე დიდხანს ძლებს, მაგრამ ზეთის შეცვლის გადაცილება ჭიმს აზიანებს. ხმაური ცივ ძრავზე პირველ წამებში — ნიშანია, რომ ჯაჭვს უნდა შევხედოთ: ჯაჭვის შეცვლა Sonata-ზე. ზეთის ინტერვალი ტაქსზე ჩვეულებრივზე მოკლეა, იხ. ზეთის შეცვლა Elantra-ზე და Tucson-ის ხადავოი.

გაზი (LPG) ჰიუნდაიზე

გაზზე მომუშავე მანქანას სჭირდება ყურადღება სანთლებზე, კოჭებზე, სარქველებზე და გაზის ფილტრებზე. თუ ძრავი მხოლოდ გაზზე „ტროიტობს", პრობლემა უფრო ხშირად გაზის ნაწილშია, ვიდრე ძრავში.

ფასი

სამუშაოფასი, ₾
კომპიუტერული დიაგნოსტიკა30-დან
ძრავის დიაგნოსტიკა30-დან
ძრავის კაპიტალური1000-დან
ხადავოის დიაგნოსტიკა30-დან
კონდიციონერის დატენვა50-დან

ხშირად დასმული კითხვები

გყავთ ჰიუნდაის ძრავის ხელოსანი?

კი, ჰიუნდაის ძრავებს რეგულარულად ვაკეთებთ — დიაგნოსტიკიდან კაპიტალურამდე.

ნაწილები ორიგინალია თუ ანალოგი?

შეგიძლიათ საკუთარი ნაწილები მოიტანოთ, მაგრამ მათზე გარანტია არ ვრცელდება. ჩვენ მიერ შეკვეთილ ნაწილებზე გარანტია ვრცელდება — ვადას მენეჯერი გითანხმებთ. ნაწილებს ნებისმიერ მანქანაზე შევუკვეთავთ. ჰიუნდაიზე ანალოგების არჩევანი დიდია, ამიტომ ვარიანტს ყოველთვის წინასწარ ვათანხმებთ.

სკანერი ჰიუნდაის ყველა ბლოკს ხედავს?

თქვენს მოდელზე დაფარვას VIN-ით დავაზუსტებთ.

ძრავი კაკუნობს — შეიძლება თქვენამდე ჩამოვიდე?

თუ ზეთის წნევის ნათურა ანთია — ნუ წამოხვალთ, ევაკუატორით ჩამოიყვანეთ. თუ წნევა ნორმაშია — რაც შეიძლება მალე მოდით.

ჰიუნდაის ყიდვამდე რა შევამოწმო?

ძრავი და კარობკა დიაგნოსტიკაზე, ხადავოი, ჟონვის კვალი. მანქანას ამწეზე ავწევთ და გეტყვით, რაში მოგიწევთ ფულის ჩადება ყიდვისთანავე.

●  06 · კონტაქტი

დაგვიტოვეთ განაცხადი — გადმოგირეკავთ და დათვალიერებაზე ჩაგწერთ

მოგვწერეთ, რა დაემართა მანქანას. გადმოგირეკავთ, კითხვებზე გიპასუხებთ და დროს შევარჩევთ. ზუსტ ფასს დათვალიერების შემდეგ გეუბნებით: ფოტოზე დაზიანება ყოველთვის არ ჩანს.

განაცხადის გაგზავნით ეთანხმებით კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

ან მოგვწერეთ მესენჯერში — იქვე გიპასუხებთ:

მისამართი
აეროპორტის გზატკეცილი 212მ, ბათუმი
ტელეფონი / WhatsApp / Telegram
+995 599 66 66 75 · WhatsApp · Telegram
მარშრუტი
Google Maps ↗Yandex ↗Waze ↗
PRO SERVICE-ის შესასვლელი