ავტოსერვისი ბათუმში: მანქანის ტექნიკური მომსახურება
გეგმიური ტექმომსახურება ავტოსერვის PRO SERVICE-ში (ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი 212მ): ზეთი, ფილტრები, სითხეები, ღვედები, ნათურები და აკუმულატორი — თქვენი მანქანის მწარმოებლის რეგლამენტით, ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით: სიცხე, ნოტიო ზღვის ჰაერი, საცობები და მთის გზები. ზეთის შეცვლა — 30 ლარიდან, 30-40 წუთი. მომსახურებისას ამწეზე ვუყურებთ სავალ ნაწილს და მუხრუჭებს და გეტყვით, რა დაგჭირდებათ მალე.
ზეთის შეცვლაზე წინასწარ დარეკვა ჯობს: ზეთს და ფილტრს თქვენს ძრავზე წინასწარ ვამზადებთ. თან წამოიღეთ სერვისის წიგნი, თუ გაქვთ. თუ არა, მოდელს და ძრავს VIN-ით ვადგენთ.
რა გჭირდებათ: სიმპტომით არჩევა
| რას ამჩნევთ | საიდან დავიწყოთ |
|---|---|
| დაფაზე ზეთის ქილა ან "Service" ანთია | ზეთის შეცვლა |
| კაპოტის ქვემოდან სტვენა ცივ ძრავზე | გენერატორის ღვედი |
| დილით სტარტერი ძლივს ატრიალებს | აკუმულატორი |
| დეფლექტორებიდან ნესტის სუნი, მინები ოფლიანდება | სალონის ფილტრი |
| ტემპერატურის ისარი შუაზე მაღლა ადის | ანტიფრიზი და გაგრილების შემოწმება |
| აჩქარებისას ჩავარდნა, მძიმე დაქოქვა | საწვავის ფილტრი |
| ბევრი ნიშანი ერთად ან ისტორია უცნობია | ტექმომსახურება რეგლამენტით |
თუ ნათურა ანთია და არ იცით რისი, ტექმომსახურებით კი არა, კომპიუტერული დიაგნოსტიკით დაიწყეთ.
ტექმომსახურების სერვისები
ზეთი და ფილტრები
- ძრავის ზეთის შეცვლა — მწარმოებლის დაშვების ზეთი და ახალი ზეთის ფილტრი.
- ჰაერის ფილტრის შეცვლა — მტვრიან სეზონში და გრუნტის გზების შემდეგ უფრო სწრაფად იჭედება.
- სალონის ფილტრის შეცვლა — სუნი დეფლექტორებიდან, ჰაერის სუსტი ნაკადი, მინები ოფლიანდება.
- საწვავის ფილტრის შეცვლა — ჩავარდნები აჩქარებისას, მძიმე დაქოქვა.
სითხეები, ღვედები, ელექტრიკა
- ანტიფრიზის შეცვლა — სისტემის გამორეცხვით, თუ ძველმა სითხემ ფერი დაკარგა ან ნალექია.
- გენერატორის ღვედის შეცვლა — სტვენა ცივზე, ბზარები ღვედზე, დამჭიმის ცვეთა.
- ნათურების შეცვლა — ფარები, გაბარიტები, სტოპები; ზოგ მანქანაზე ნაწილობრივი დაშლით.
- აკუმულატორის შეცვლა — ტევადობის შემოწმება, შერჩევა და ბლოკში რეგისტრაცია, სადაც საჭიროა.
კომპლექსური მომსახურება
- ტექმომსახურება რეგლამენტით — სერვისის წიგნაკის სრული სია თქვენი გარბენისთვის.
- სეზონური დათვალიერება — ზაფხულის სიცხემდე ან გრძელ გზამდე: კონდიციონერი, გაგრილება, საბურავები.
- ზამთრისთვის მომზადება — აკუმულატორი, ანტიფრიზი, საწმენდები, მუხრუჭები მთაში გასვლამდე.
რა ღირს ზეთის შეცვლა და სხვა სამუშაოები
| სამუშაო | ფასი, ₾ |
|---|---|
| ზეთის შეცვლა | 30-დან |
| ჰაერის ფილტრის შეცვლა | 20-დან |
| სალონის ფილტრის შეცვლა | 20-დან |
| ანტიფრიზის შეცვლა | 40-დან |
ხშირად დასმული კითხვები
რამდენად ხშირად უნდა გავაკეთო ტექმომსახურება?
მწარმოებლის რეგლამენტით. თუ მანქანა ბევრს დგას საცობებში, დადის სიცხეში ან მთაში, ინტერვალს ჩვეულებრივ ამოკლებენ — თქვენი მოდელისთვის გირჩევთ.
ამერიკიდან ჩამოყვანილი მანქანა ვიყიდე. პირველად რა გავაკეთო?
ყველა სითხე: ძრავის ზეთი, კარობკის ზეთი, ანტიფრიზი, სამუხრუჭე სითხე. აუქციონის მანქანაზე წინა მომსახურების თარიღი არავინ იცის, ამიტომ ნულიდან ვიწყებთ და ჩანაწერს ვიწყებთ.
ცოტას ვატარებ, წელიწადში 5 ათასი კმ. ზეთი მაინც უნდა შევცვალო?
კი, წელიწადში ერთხელ მაინც. მწარმოებლები ინტერვალს კილომეტრით და თვეებით წერენ, რომელიც პირველი დადგება. მოკლე გასვლებზე ზეთში ნესტი და ბენზინი გროვდება და ზეთი გარბენის გარეშეც ბერდება.
შეიძლება საკუთარი ზეთით მოსვლა?
შეგიძლიათ საკუთარი ნაწილები მოიტანოთ, მაგრამ მათზე გარანტია არ ვრცელდება. ჩვენ მიერ შეკვეთილ ნაწილებზე გარანტია ვრცელდება — ვადას მენეჯერი გითანხმებთ. ნაწილებს ნებისმიერ მანქანაზე შევუკვეთავთ.
რამდენ ხანს გრძელდება?
ზეთის შეცვლა — 30-40 წუთი. სრულ ტექმომსახურებას ჩაწერისას გეტყვით, სამუშაოების სიაზეა დამოკიდებული.
● 06 · კონტაქტი
დაგვიტოვეთ განაცხადი — გადმოგირეკავთ და დათვალიერებაზე ჩაგწერთ
მოგვწერეთ, რა დაემართა მანქანას. გადმოგირეკავთ, კითხვებზე გიპასუხებთ და დროს შევარჩევთ. ზუსტ ფასს დათვალიერების შემდეგ გეუბნებით: ფოტოზე დაზიანება ყოველთვის არ ჩანს.
განაცხადის გაგზავნით ეთანხმებით კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
ან მოგვწერეთ მესენჯერში — იქვე გიპასუხებთ:
- მისამართი
- აეროპორტის გზატკეცილი 212მ, ბათუმი
- ტელეფონი / WhatsApp / Telegram
- +995 599 66 66 75 · WhatsApp · Telegram
- მარშრუტი
- Google Maps ↗Yandex ↗Waze ↗
