ტუსანის (Hyundai Tucson) შეკეთება: ქურო, დიზელი, რობოტი

ტუსანის (Hyundai Tucson) შეკეთება: ქურო, დიზელი, რობოტი ბათუმში

ტუსანის შეკეთება ბათუმში ჩვეულებრივ ერთ-ერთით იწყება: უკნიდან გუგუნი 4WD-ის ნათურით, მბოლავი CRDi დიზელი, 7DCT რობოტის ბიძგები ან ხადავოის კაკუნი მთის გზების მერე. 4x4-იან მანქანაზე ქუროს მონაცემებსაც ვკითხულობთ.

ტუსანის რომელი თაობები მოდის

Tucson-ს ყიდულობენ როგორც საოჯახო კროსოვერს, ქალაქისთვისაც და გოდერძისა თუ ბახმაროს გზისთვისაც. დაახლოებით ნახევარი ამერიკიდანაა, დანარჩენი კორეიდან და ევროპიდან, კორეულებზე ხშირად დიზელია.

  • JM (2004-2010) — 2.0 Beta ღვედით ან V6 2.7, 4-საფეხურიანი ავტომატიკა. ახლა იშვიათია.
  • LM / ix35 (2010-2015) — ბენზინი 2.0 და 2.4, დიზელი 2.0 CRDi, 6-საფეხურიანი ავტომატიკა.
  • TL (2016-2020) — ამერიკაში 2.0 და 6 საფეხური, 1.6 ტურბო მშრალი რობოტით 7DCT, 2019-დან 2.4 GDI. კორეულები ხშირად დიზელზეა.
  • NX4 (2022-დან) — 2.5 Smartstream, ჰიბრიდი, დიზელი. ჯერ იშვიათია.

4x4: ქურო და უკანა რედუქტორი

ყველა თაობაზე 4x4 მიერთებადია: უკანა ხიდს ელექტრონულად მართული ქურო რთავს, რომელიც უკანა რედუქტორის წინ დგას. მის ზეთს და რედუქტორის ზეთს თითქმის არავინ ცვლის, ამიტომ 100-150 ათასზე ჩნდება გუგუნი უკნიდან, ბიძგი დაძვრისას, 4WD-ის შეცდომა. კიდევ ერთი ხშირი მიზეზი — სხვადასხვა საბურავი ღერძებზე: ქურო გამუდმებით სრიალებს და ცხელდება.

ქუროს სკანერით ვამოწმებთ, ზეთს ვცვლით, რედუქტორის საკისრებს ვუსმენთ, იხ. რედუქტორის ზეთის შეცვლა. ვამოწმებთ კარდანსაც: დაკიდებული საკისარი და ჯვარედინები სიჩქარეზე ვიბრაციას იძლევა.

ძრავები: ბენზინი 2.0, 2.4 GDI და CRDi

ბენზინი 2.0 ix35-ზე გადახურების და იშვიათი ზეთის შეცვლის შემდეგ ცილინდრების ნაკაწრებისკენაა მიდრეკილი: ზეთის ხარჯი, ცივი კაკუნი. 2.4 GDI TL-ზე იმავე Theta II ოჯახიდანაა, რაც სონატას პრობლემური ძრავი, ამიტომ ზეთის წნევას პირველ რიგში ვამოწმებთ. იხ. ძრავის დიაგნოსტიკა.

დიზელი 2.0 CRDi. ქალაქის მოკლე გზებზე ჭვარტლის ფილტრი (საჟევოი) იჭედება, EGR-ის სარქველი ჭვარტლით ივსება, ფორსუნკები კვამლს და ძნელ ქოქვას იძლევა. იხ. ჭვარტლის ფილტრი და EGR. თუ მხოლოდ ბათუმში დადიხართ მოკლე მანძილზე, ორ კვირაში ერთხელ ტრასაზე გაიარეთ, რომ ფილტრი გაიწმინდოს.

რობოტი 7DCT 1.6 ტურბოზე

მშრალი 7-საფეხურიანი რობოტი საცობებს და გრძელ აღმართებს ვერ იტანს. ნიშნები: ბიძგი პირველზე და მეორეზე, ვიბრაცია დაძვრისას, კოლოფის გადახურების შეტყობინება. ვიწყებთ შეცდომებით და ადაპტაციებით, იხ. DSG-ის შეკეთება.

ხადავოი მთის შემდეგ

უკანა მრავალბერკეტიანი საკიდარი ბევრი საილენტბლოკით, წინა ბერკეტები, სტაბილიზატორის თითები და ამორტიზატორები ხრეშზე უფრო სწრაფად ცვდება. ვიწყებთ ხადავოის დიაგნოსტიკით, ბერკეტების შეცვლის მერე კი — რაზვალ-სხოდი.

ტუსანის ყიდვის მერე ჯერ ამას ვნახავთ

  • მუშაობს თუ არა 4x4, როდის შეიცვალა ქუროს ზეთი.
  • ოთხივე საბურავი ერთნაირია თუ არა.
  • 1.6T-ზე: როგორ იძვრის რობოტი ცხელზე.
  • დიზელზე: ფილტრი და ფორსუნკები.
  • VIN-ით გამოწვევები: ამერიკაში ტუსანზე იყო გამოწვევები, მათ შორის ABS-ის ბლოკზე.

იხ. ყიდვამდე შემოწმება.

ფასი

სამუშაოფასი, ₾
კომპიუტერული დიაგნოსტიკა30-დან
ძრავის დიაგნოსტიკა30-დან
ხადავოის დიაგნოსტიკა30-დან
რაზვალ-სხოდი50-დან
კარობკის ზეთის შეცვლა70-დან
ყიდვამდე შემოწმება89-დან

ტუსანზე ხშირი კითხვები

ტუსანს უკნიდან გუგუნი აქვს, რედუქტორია? ყოველთვის არა. გუგუნს ბორბლის საკისრები, ქურო და კარდანის დაკიდებული საკისარიც იძლევა. ამწეზე ვარკვევთ.

4WD-ის შეცდომით შეიძლება სიარული? კი, ჩვეულებრივ წინაწამყვანივით წავა. მიზეზი კი მთამდე და ზამთრამდე უნდა ვიპოვოთ.

7DCT რობოტს აკეთებთ?

ტუსანის ნაწილები თვითონ შემიძლია ვიყიდო? შეგიძლიათ საკუთარი ნაწილები მოიტანოთ, მაგრამ მათზე გარანტია არ ვრცელდება. ჩვენ მიერ შეკვეთილ ნაწილებზე გარანტია ვრცელდება — ვადას მენეჯერი გითანხმებთ. ნაწილებს ნებისმიერ მანქანაზე შევუკვეთავთ.

●  06 · კონტაქტი

დაგვიტოვეთ განაცხადი — გადმოგირეკავთ და დათვალიერებაზე ჩაგწერთ

მოგვწერეთ, რა დაემართა მანქანას. გადმოგირეკავთ, კითხვებზე გიპასუხებთ და დროს შევარჩევთ. ზუსტ ფასს დათვალიერების შემდეგ გეუბნებით: ფოტოზე დაზიანება ყოველთვის არ ჩანს.

განაცხადის გაგზავნით ეთანხმებით კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

ან მოგვწერეთ მესენჯერში — იქვე გიპასუხებთ:

მისამართი
აეროპორტის გზატკეცილი 212მ, ბათუმი
ტელეფონი / WhatsApp / Telegram
+995 599 66 66 75 · WhatsApp · Telegram
მარშრუტი
Google Maps ↗Yandex ↗Waze ↗
PRO SERVICE-ის შესასვლელი