ელანტრას შეკეთება: Hyundai Elantra ბათუმში

ელანტრას შეკეთება: Hyundai Elantra ბათუმში

ელანტრას შეკეთება ბათუმში ძირითადად ამერიკულ MD-ს და AD-ს ეხება: Nu ძრავი ცივზე აკაკუნებს, საჭე ტკაცუნობს ან ავტომატი ბიძგავს. PRO SERVICE-ში მოგვაკითხეთ აეროპორტის გზატკეცილზე, 212მ.

ელანტრის თაობები და ძრავები

ბათუმში თითქმის ყველა Elantra ამერიკიდანაა, აუქციონზე ნაყიდი ავარიის ან წყალში ჩავარდნის შემდეგ. კორეული და ევროპული ბევრად ნაკლებია.

  • HD (2006-2010) — ძრავი 2.0 Beta II ღვედით, 4-საფეხურიანი ავტომატიკა. ახლა ეს მანქანები 200 ათასზე მეტს არიან გავლილი.
  • MD (2011-2016) — ყველაზე გავრცელებული. ძრავი 1.8 Nu ჯაჭვით, 6-საფეხურიანი ავტომატიკა.
  • AD (2017-2020) — ძირითადად 2.0 Nu, იშვიათად 1.4 ტურბო 7DCT რობოტით ან 1.6 ტურბო.
  • CN7 (2021-დან) — 2.0 Smartstream ვარიატორით IVT, ჰიბრიდი 1.6, N Line 1.6 ტურბოთი.

ძრავისა და კოლოფის ტიპს სამუშაომდე VIN-ით ვამოწმებთ.

ელანტრას ძრავი აკაკუნებს, საჭე ტკაცუნობს: რას ვაკეთებთ ყველაზე ხშირად

ძრავი 1.8 და 2.0 Nu. მთავარი პრობლემა — ცილინდრების ნაკაწრები (ზადირი) და დგუშების კაკუნი ცივზე, ჩვეულებრივ 120-150 ათასის შემდეგ, უფრო ადრე თუ ზეთს იშვიათად ცვლიდნენ ან ძრავი გადახურდა. ნიშნები: ზეთი იკლებს, კაკუნი ქოქვიდან პირველ წუთებში, სანთლებზე ჭვარტლი. ნაკაწრებს იწვევს დაშლილი კატალიზატორიც, როცა მისი კერამიკის ნამსხვრევები ცილინდრებში ხვდება. ვზომავთ კომპრესიას, ცილინდრებს ენდოსკოპით ვათვალიერებთ და მერე ვწყვეტთ: მცირე შეკეთება, კაპიტალური რემონტი თუ ბლოკის შეცვლა. დეტალები — ძრავის დიაგნოსტიკა.

ჯაჭვი. Nu-ზე ჯაჭვია და სუფთა ზეთზე დიდხანს ძლებს. ცივ ქოქვაზე ხმაური ან ფაზების შეცდომა — დამჭიმის შემოწმების მიზეზია, იხ. ჯაჭვის შეცვლა. ძველ HD-ზე ღვედია და გაწყვეტისას სარქველები იღუნება.

საჭე MD-ზე. კაკუნი ან ტკაცუნი საჭეში ადგილზე მოტრიალებისას თითქმის ყოველთვის საჭის ლილვის ელასტიური ქუროა, ელექტროგამაძლიერებელთან. ნაწილი იაფია, მაგრამ ბევრი ჯერ ტყუილად ცვლის საჭის წვერებს და რეიკასაც კი. თუ ქუროს შემდეგ ლუფტი რჩება, ვამოწმებთ საჭის რეიკას.

ხადავოი. წინ სტაბილიზატორის თითები, შარავოები, ბერკეტების საილენტბლოკები; უკან ძელის საილენტბლოკები. ვიწყებთ ხადავოის დიაგნოსტიკით.

კოლოფები. 6-საფეხურიანი ავტომატიკა ახალ ზეთზე საიმედოა, ძველ ზეთზე კი 2-3 გადართვაზე ბიძგს იძლევა. 7DCT და IVT საცობებში მეტად ცხელდება, იხ. ვარიატორის შეკეთება.

ამერიკული ელანტრის ყიდვის შემდეგ

  1. ყველა ბლოკის შეცდომა, მათ შორის SRS: აუქციონის მანქანაზე ბალიშების ნაცვლად ხშირად რეზისტორი დგას („ობმანკა"). იხ. SRS სისტემა.
  2. წყლის კვალი: ტალახი ხალიჩების ქვეშ, დაჟანგული შტეკერები, ნესტის სუნი.
  3. კომპრესია, ცილინდრები ენდოსკოპით, ზეთის ხარჯი.
  4. ძარის ღრიჭოები და რაზვალი: თუ მანქანა გვერდზე მიდის და რაზვალი არ სწორდება, ძარის გეომეტრიას ვზომავთ.
  5. კოლოფის ზეთისა და ანტიფრიზის ასაკი.

ეს ყველაფერი შედის ყიდვამდე შემოწმებაში.

ფასი

სამუშაოფასი, ₾
კომპიუტერული დიაგნოსტიკა30-დან
ძრავის დიაგნოსტიკა (კომპრესია, ენდოსკოპი)30-დან
Nu ძრავის კაპიტალური რემონტი1000-დან
ჯაჭვის შეცვლა180-დან
ხადავოის დიაგნოსტიკა30-დან
კარობკის ზეთის შეცვლა70-დან
ყიდვამდე შემოწმება89-დან

Elantra-ს პატრონები გვეკითხებიან

ელანტრა 1.8 ცივზე აკაკუნებს, საშიშია? კი, ამ ძრავზე ცივი კაკუნი ჩვეულებრივ ნაკაწრების დასაწყისია. ძრავი მაშინვე არ მოკვდება, მაგრამ ზეთის ხარჯი გაიზრდება. რაც უფრო ადრე ვნახავთ ცილინდრებს, მით მეტი გზაა კაპიტალურის გარდა.

MD-ზე საჭე ტკაცუნობს, რეიკა უნდა შევცვალო? უმეტესად არა. ჯერ ვამოწმებთ საჭის ლილვის ქუროს.

ახალი ელანტრის ვარიატორს აკეთებთ?

Elantra-ს ნაწილები ძვირი ჯდება? არა, MD-სა და AD-ზე ანალოგი ბევრია და ხარჯთაღრიცხვას ბიუჯეტზე ვარგებთ. შეგიძლიათ საკუთარი ნაწილები მოიტანოთ, მაგრამ მათზე გარანტია არ ვრცელდება. ჩვენ მიერ შეკვეთილ ნაწილებზე გარანტია ვრცელდება — ვადას მენეჯერი გითანხმებთ. ნაწილებს ნებისმიერ მანქანაზე შევუკვეთავთ.

●  06 · კონტაქტი

დაგვიტოვეთ განაცხადი — გადმოგირეკავთ და დათვალიერებაზე ჩაგწერთ

მოგვწერეთ, რა დაემართა მანქანას. გადმოგირეკავთ, კითხვებზე გიპასუხებთ და დროს შევარჩევთ. ზუსტ ფასს დათვალიერების შემდეგ გეუბნებით: ფოტოზე დაზიანება ყოველთვის არ ჩანს.

განაცხადის გაგზავნით ეთანხმებით კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

ან მოგვწერეთ მესენჯერში — იქვე გიპასუხებთ:

მისამართი
აეროპორტის გზატკეცილი 212მ, ბათუმი
ტელეფონი / WhatsApp / Telegram
+995 599 66 66 75 · WhatsApp · Telegram
მარშრუტი
Google Maps ↗Yandex ↗Waze ↗
PRO SERVICE-ის შესასვლელი