ფორდ ფიუჟენის კალოდკების შეცვლა (Ford Fusion) ბათუმში
წინ ჩვეულებრივი სამუშაოა, სუპორტით და მიმმართველებით. ბათუმში ამას აეროპორტის გზატკეცილზე, 212მ-ში ვაკეთებთ: კალოდკები ღერძზე 40 ლარიდან, დისკები 60 ლარიდან.
რომელი Fusion მოდის და რა აქვს უკან
2013-2020, მეორე თაობა. ჩვენთან ესაა უმეტესობა: ბენზინიანი 2.5 და EcoBoost, Hybrid და Energi, თითქმის ყველა აშშ-დან. ხელის მუხრუჭის ბერკეტი არ აქვს, მის ნაცვლად კონსოლზე P ღილაკია. თითო უკანა სუპორტზე პატარა ძრავი ზის რედუქტორით, რომელიც დგომისას კალოდკებს აჭერს. წინ ვენტილირებადი დისკებია, უკან მთლიანი.
2006-2012, პირველი თაობა. ხელის მუხრუჭი მექანიკურია, ტროსებზე. უკან უმეტესობას დისკები აქვს, ზოგ ადრეულ საბაზისო მანქანას დოლები. აქ კალოდკებს ძველებურად ვცვლით, სკანერის გარეშე.
ზოგჯერ პატარა ევროპული Fusion-იც შემოდის, Fiesta-ს ბაზაზე. მისი მუხრუჭები და კალოდკები სულ სხვაა, ამერიკულში არ უნდა აგერიოთ.
რატომ ცვლის ელექტრო ხელის მუხრუჭი მთელ სამუშაოს
EPB-იან უკანა სუპორტში დგუშს უბრალოდ მომჭერით (სტრუბცინით) ვერ ჩააწვები. შიგნით ხრახნიანი წყვილია, რომელსაც ძრავი ატრიალებს. ძალით თუ აწვები, ხრახნი ჩამოიჭრება ან რედუქტორი გატყდება, ძრავი ანაწყობით კი იაფი არ არის. სწორად ასეა: სკანერი EPB-ს სერვისულ რეჟიმში რთავს, ძრავები მექანიზმს ბოლომდე შლის, მერე დგუშს ვაბრუნებთ, კალოდკებს ვცვლით, რეჟიმს ვთიშავთ და სისტემა სამუშაო მდებარეობას თავიდან პოულობს.
Ford-ს სკანერის გარეშე ხელით პროცედურაც აქვს, გასაღებით, პედლით და ღილაკით. ყველა მანქანაზე და პირველივე ცდაზე არ გამოდის, ამიტომ დიაგნოსტიკით ვაკეთებთ.
როდის უნდა გამოიცვალოს Fusion-ზე კალოდკები
- მეორე თაობაზე უკანა კალოდკები ხშირად წინაზე ადრე მთავრდება. სტაბილიზაციის სისტემა უკანა ღერძით აქტიურად ამუხრუჭებს, Fusion-ის ცნობილი თვისებაა. ორივე ღერძს ვამოწმებთ, წინიდან რომ წრიპინებდეს მაინც.
- დაფაზე ხელის მუხრუჭის შეცდომაა, ან ერთ მხარეს იჭერს, ან დაგვიანებით. ეს ძრავი, კონექტორი (ფიშკა) ან სადენებია სუპორტთან. ზღვის ნესტი და მარილი აქამდეც აღწევს.
- ჰიბრიდი: კალოდკები მთელია, დისკები კი ჟანგიანია და კიდეზე ბორტი აქვს. რეკუპერაცია მექანიკას თითქმის არ ამუშავებს და ჟანგს არავინ წმენდს.
- უკნიდან ხრაშუნი დაბალ სიჩქარეზე, თუ მანქანა დიდხანს იდგა ზღვასთან.
EPB-იანი კალოდკები ნაბიჯ-ნაბიჯ
- ვაერთებთ სკანერს და სამუშაომდე ვკითხულობთ ABS-ისა და EPB-ის შეცდომებს.
- ვრთავთ EPB-ის სერვისულ რეჟიმს და ველოდებით, სანამ ძრავები თავის სვლას დაამთავრებს.
- ვხსნით სუპორტებს, ვზომავთ კალოდკებს და დისკებს. მიმმართველებს ვწმენდთ, პილნიკებს ვათვალიერებთ.
- დგუშს ვაბრუნებთ და კალოდკებს ვსვამთ. Fusion-ზე უკანა სუპორტის სამაგრს ჟანგისგან ლითონამდე ვწმენდთ, თორემ კალოდკა მასში გაიჭედება.
- სერვისულ რეჟიმს ვთიშავთ, ხელის მუხრუჭს რამდენჯერმე ვრთავთ და ვთიშავთ, შეცდომებს ვშლით.
- ვამოწმებთ სვლაზე და აღმართზე.
Fusion Hybrid-ზე სერვისული რეჟიმის მერე ანთებას ვთიშავთ და გასაღებს მანქანას ვაშორებთ. ასე სისტემა თავისით არ გაიღვიძებს, სანამ სუპორტები მოხსნილია.
სითხე, კონექტორები და უკანა რაზვალი
სამუხრუჭე სითხე: მეორე თაობის უმეტესობაზე Ford DOT 4 LV-ს წერს, მარკირებას ავზის თავსახურზე ვნახულობთ. EPB-ის ძრავების კონექტორებს დაჟანგვაზე ვამოწმებთ. უკანა რაზვალი აუქციონის Fusion-ზე ხშირად წასულია და კალოდკებიც და საბურავებიც არათანაბრად ცვდება. ამაზე და მოდელის სხვა სისუსტეებზე დაწერილია გვერდზე Ford Fusion-ის შეკეთება.
ფასი
| სამუშაო | ფასი, ₾ |
|---|---|
| Fusion-ის წინა კალოდკები | 40-დან |
| უკანა კალოდკები EPB-ის სერვისული რეჟიმით | 40-დან |
| დისკების შეცვლა (ღერძი) | 60-დან |
| ABS-ისა და EPB-ის შეცდომების წაკითხვა | 30-დან |
სუპორტის ძრავის შეკეთებას ან შეცვლას დათვალიერების შემდეგ ვითვლით. შეგიძლიათ საკუთარი ნაწილები მოიტანოთ, მაგრამ მათზე გარანტია არ ვრცელდება. ჩვენ მიერ მოწოდებულ ახალ ნაწილებზე გარანტია 30 დღიდანაა მონტაჟიდან, დამოკიდებულია ნაწილზე. ნაწილებს ნებისმიერ მანქანაზე შევუკვეთავთ.
კითხვები ფიუჟენის მუხრუჭებზე
2015 წლის Fusion-ზე უკანა კალოდკებს კომპიუტერის გარეშე შეცვლით? არა, სკანერით ვცვლით. ხელით პროცედურა არსებობს, მაგრამ ყოველთვის არ გამოდის, სკანერი კი ძრავებს უფრთხილდება.
სხვაგან შეცვლის მერე ხელის მუხრუჭის შეცდომა ანთია. რა ვქნა? მოიყვანეთ, სავარაუდოდ სერვისული რეჟიმი არ გამოირთო ან კალიბრაცია ვერ დასრულდა. სკანერით თითო ძრავის სვლას ვამოწმებთ.
უკანა კალოდკები წინაზე ადრე რატომ გაცვდა? ამ Fusion-ზე ეს სტაბილიზაციის მუშაობის ბრალია. სხვაობა თუ დიდია, მიმმართველებს ვამოწმებთ და ვნახულობთ, ხომ არ იჭედება სუპორტი.
Fusion Hybrid-ზე კალოდკები უფრო დიდხანს ძლებს? კი, რეკუპერაცია ზოგავს. სამაგიეროდ დისკები და სუპორტები იჟანგება, წელიწადში ერთხელ ვუყურებთ.
ევროპულ Fusion-საც ელექტრო ხელის მუხრუჭი აქვს? არა. სხვა მანქანაა, ტროსიანი ხელის მუხრუჭით, კალოდკებს VIN-ით ვარჩევთ.
● 06 · კონტაქტი
დაგვიტოვეთ განაცხადი — გადმოგირეკავთ და დათვალიერებაზე ჩაგწერთ
მოგვწერეთ, რა დაემართა მანქანას. გადმოგირეკავთ, კითხვებზე გიპასუხებთ და დროს შევარჩევთ. ზუსტ ფასს დათვალიერების შემდეგ გეუბნებით: ფოტოზე დაზიანება ყოველთვის არ ჩანს.
განაცხადის გაგზავნით ეთანხმებით კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
ან მოგვწერეთ მესენჯერში — იქვე გიპასუხებთ:
- მისამართი
- აეროპორტის გზატკეცილი 212მ, ბათუმი
- ტელეფონი / WhatsApp / Telegram
- +995 599 66 66 75 · WhatsApp · Telegram
- მარშრუტი
- Google Maps ↗Yandex ↗Waze ↗
