ფორდ ფიუჟენის (Ford Fusion) შეკეთება ბათუმში

ფორდ ფიუჟენის (Ford Fusion) შეკეთება ბათუმში

PRO SERVICE-ში, აეროპორტის გზატკეცილი 212მ, ვიღებთ ბენზინის ფიუჟენსაც, ატმოსფერულს და EcoBoost-ს, ასევე Hybrid-ს და როზეტიდან დამტენ Energi-ს. დიაგნოსტიკა — 30 ლარიდან, დრო — 30-60 წუთი.

ევროპაში 2012 წლამდე სხვა Ford Fusion იყიდებოდა — პატარა ჰეჩბეკი Fiesta-ს ბაზაზე. აქ ვწერთ ამერიკულ სედანზე, რომელიც საქართველოში აუქციონებიდან ბევრი ჩამოდის. ჰიბრიდს ხშირად ტაქსისთვის ყიდულობენ.

ფიუჟენის ორი თაობა

  • პირველი (2006-2012). 2.3 და 2.5, V6 3.0 და 3.5. 2010-დან ჰიბრიდი 2.5 ძრავით და ნიკელ-მეტალჰიდრიდის ბატარეით.
  • მეორე (2013-2020). 2.5, EcoBoost 1.5, 1.6, 2.0, Sport-ზე 2.7 EcoBoost. ჰიბრიდს 2.0 ძრავი და ლითიუმ-იონის ბატარეა აქვს საბარგულში, Energi როზეტიდან იტენება. პლატფორმა საერთოა მეხუთე Mondeo-სთან. ბენზინის უმეტესობაზე ექვსსაფეხურიანი ავტომატი 6F35 დგას.

რა ფუჭდება ფორდ ფიუჟენზე: ჰიბრიდი, ძრავი, კარობკა

ჰიბრიდი. ყველაზე ცნობილი — პანელზე „Stop Safely Now", მანქანა ქრება ან არ იქოქება. მიზეზი შეიძლება იყოს დამჯდარი 12-ვოლტიანი აკუმულატორი საბარგულში ან ინვერტორის გაგრილების ელექტროპომპა. ბატარეის ვენტილატორი სალონის ჰაერს იღებს; თუ მტვრითა და ბეწვით გაიჭედა, ბატარეა ცხელდება და სიმძლავრე ეცემა. ჰიბრიდზე მუხრუჭი ცოტას მუშაობს, ამიტომ დისკები იჟანგება და უკანა სუპორტები იჭედება.

EcoBoost. თუ 1.5-ზე ან 1.6-ზე ანტიფრიზი ქრება და გუბე არ არის, ვამოწმებთ, ცილინდრებში ხომ არ გადის: გამონაბოლქვის ტესტი გამაფართოებელ ავზში, კომპრესია, ენდოსკოპი. პირველი წლების 1.6-ზე გადახურების გამო გამოძახება იყო. 2.0-ზე პირდაპირი შეფრქვევაა და შემშვებ კლაპნებზე ნადები გროვდება. ატმოსფერული 2.5 უფრო მარტივი და გამძლეა, მასზე უფრო ხშირად ჟონვა და დაზიანებული საყრდენები გვხვდება. იხ. ფორდის ძრავის შეკეთება და გაგრილების სისტემა.

კარობკა 6F35. ბიძგი მეორიდან მესამეზე გადასვლისას, D-ს დაგვიანებით ჩართვა, ვიბრაცია დაბალ სიჩქარეზე. ვიწყებთ ზეთით, შეცდომებით და პროგრამის განახლებით. იხ. ფორდის კარობკის შეკეთება.

ხადავოი. უკან დამოუკიდებელი მრავალბერკეტიანი საკიდარია. აუქციონის იაფი შეკეთების მერე უკანა რაზვალი ხშირად არეულია და საბურავის შიდა მხარე სეზონში იჭმება. საჭიროა ბერკეტების შეცვლა და რაზვალ-სხოდი. წინ სტაბილიზატორის დგარები და ბერკეტების საილენტბლოკები ცვდება. საჭის ელექტროგამაძლიერებელი ზოგჯერ შეცდომით ითიშება და საჭე მძიმდება.

აუქციონის ფიუჟენი: პირველი შემოწმება

  • VIN აუქციონზე: ავარია, დატბორვა, salvage.
  • ძარის გეომეტრია და შეკეთების ხარისხი — ფორდის ძარის შეკეთება.
  • ჰიბრიდზე ბატარეის და ინვერტორის შეცდომები.
  • EcoBoost-ზე ანტიფრიზის დონე ერთი კვირის მერე.

დეტალურად — ყიდვის წინ შემოწმება.

ფასი

სამუშაოფასი, ₾
კომპიუტერული დიაგნოსტიკა30-დან
ფიუჟენის შემოწმება ყიდვის წინ89-დან
ძრავის დიაგნოსტიკა30-დან
ანტიფრიზის შეცვლა40-დან
კარობკის დიაგნოსტიკა59-დან
კარობკის ზეთის შეცვლა70-დან
ხუნდების შეცვლა40-დან
რაზვალ-სხოდი50-დან
ძარის შეკეთება150-დან

ფიუჟენზე ხშირად გვეკითხებიან

რას ნიშნავს „Stop Safely Now" ფიუჟენ ჰიბრიდზე? ჰიბრიდის ბლოკმა სერიოზული შეცდომა იპოვა. შორს ნუ წახვალთ, მოიყვანეთ სკანერზე.

ჰიბრიდს ემსახურებით? კი: დიაგნოსტიკა, ინვერტორის და ბატარეის გაგრილება, მუხრუჭები, 12-ვოლტიანი აკუმულატორი.

რატომ ჭამს უკანა საბურავებს? თითქმის ყოველთვის არეული რაზვალია ან გაცვეთილი ბერკეტები.

Mondeo-ს ნაწილები ერგება? მეორე თაობაზე ბევრი — კი, საერთოა, მაგრამ VIN-ით ვარჩევთ. შეგიძლიათ საკუთარი ნაწილები მოიტანოთ, მაგრამ მათზე გარანტია არ ვრცელდება. ჩვენ მიერ შეკვეთილ ნაწილებზე გარანტია ვრცელდება — ვადას მენეჯერი გითანხმებთ. ნაწილებს ნებისმიერ მანქანაზე შევუკვეთავთ.

ფიუჟენის ავტომატში ზეთის შეცვლა რა ჯდება? 70 ლარიდან, პლუს Ford-ის დაშვების სითხე.

●  06 · კონტაქტი

დაგვიტოვეთ განაცხადი — გადმოგირეკავთ და დათვალიერებაზე ჩაგწერთ

მოგვწერეთ, რა დაემართა მანქანას. გადმოგირეკავთ, კითხვებზე გიპასუხებთ და დროს შევარჩევთ. ზუსტ ფასს დათვალიერების შემდეგ გეუბნებით: ფოტოზე დაზიანება ყოველთვის არ ჩანს.

განაცხადის გაგზავნით ეთანხმებით კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

ან მოგვწერეთ მესენჯერში — იქვე გიპასუხებთ:

მისამართი
აეროპორტის გზატკეცილი 212მ, ბათუმი
ტელეფონი / WhatsApp / Telegram
+995 599 66 66 75 · WhatsApp · Telegram
მარშრუტი
Google Maps ↗Yandex ↗Waze ↗
PRO SERVICE-ის შესასვლელი