ფორდის სერვისი ბათუმში

PRO SERVICE (ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი 212მ) აკეთებს ფორდს: კარობკა, ძრავი, ძარა და ჟანგი, ხადავოი.

საქართველოში ფორდი ძირითადად არის Focus (მათ შორის ევროპიდან შემოყვანილი მეორე თაობა), Fusion და Escape ამერიკიდან, Mondeo, Kuga და Transit — სამუშაო ფურგონი, რომელიც ტვირთს და მგზავრებს ზიდავს. გვხვდება ამერიკული Explorer და პიკაპი F-150. ფორდის მფლობელები სამი თემით მოდიან: კარობკა, ძრავი და ძარა.

1. კარობკა

  • რობოტიზებული კარობკა ორი მშრალი ცეპლენიით ზოგ Focus-ზე და Fiesta-ზე — ცნობილია დაძვრისას კანკალით, ვიბრაციით და საცობში ბიძგებით. ხშირად მიზეზი ცეპლენიის ცვეთა ან მართვის ბლოკია.
  • ჩვეულებრივი ავტომატი გარბენიან Escape-ზე, Fusion-ზე, Kuga-ზე — ბიძგები, ბუქსაობა, გადაცემის დაგვიანებით ჩართვა.
  • მექანიკა და ცეპლენია — Fiesta-ზე, Focus-ზე და Transit-ზე ცეპლენია ქალაქში და დატვირთვისას უფრო სწრაფად ცვდება.

ვიწყებთ კარობკის დიაგნოსტიკით, მერე ვირჩევთ: ადაპტაცია, ზეთის შეცვლა, ცეპლენია თუ რემონტი. დეტალურად — ფორდის კარობკის შეკეთება.

2. ძრავი

ტურბო EcoBoost-ზე გვხვდება გაგრილების სისტემის და ჯაჭვის პრობლემები, დიდგარბენიან ატმოსფერულ ძრავზე — ჟონვა, ბალიშების ცვეთა, ზეთის ხარჯი. Transit-ის დიზელს საწვავის სისტემაზე ყურადღება სჭირდება. დიაგნოზს ყურით არ ვსვამთ: კომპრესიის გაზომვა, შეცდომები, პარამეტრები — იხ. ფორდის ძრავის შეკეთება.

3. ძარა და ჟანგი

ბათუმის ნოტიო ზღვის ჰავა და ზამთარში მთის გზების მარილი კოროზიას აჩქარებს. ძველი Focus-ის და Transit-ის ხშირად ზიანდება ზღურბლები, უკანა თაღები, კარების ქვედა კიდეები. ამერიკული ფორდები ხშირად ავარიის შემდეგ ცუდი რემონტით ჩამოდის. ვაკეთებთ თუნუქის გასწორებას, შედუღებას, შეღებვას და ანტიკოროზიულს — იხ. ფორდის ძარის შეკეთება.

4. ხადავოი და საჭე

Focus-ს და Kuga-ს უკან მრავალბერკეტიანი საკიდარი აქვს. რამდენიმე საილენტბლოკი ერთად ცვდება და მანქანა საბურავს შიგნიდან ჭამს. ბლოკების შეცვლის მერე რაზვალი სავალდებულოა, თორემ ახალი საბურავიც ასევე წავა. წინ ყველაზე ხშირად სტაბილიზატორის დგარები კაკუნებს: ბათუმის ორმოებზე და ბორდიურებზე სწრაფად ცვდება. Transit-ზე, რომელიც დღეში სავსე დადის, საკისრები და წინა ბერკეტები უფრო ადრე იღლება, ვიდრე მსუბუქ მანქანაზე. ფიუჟენზე ცალკე გვაქვს გვერდები: Fusion-ის შეკეთება, ხუნდების შეცვლა Fusion-ზე.

ამერიკიდან ჩამოყვანილი ფორდი: რას ვამოწმებთ პირველ რიგში

აუქციონის Fusion-ს და Escape-ს ხშირად უცნობი ისტორია აქვს. რიგი ასეთია:

  1. სკანერით ყველა ბლოკი, არა მარტო ძრავი: შეცდომები ხშირად ძველია და წაშლილი არ არის.
  2. იატაკის ქვეშ და სავარძლების ქვეშ კონექტორები: ნესტი და მწვანე ჟანგი წყალში ნამყოფ მანქანაზე მიუთითებს.
  3. კარობკის ზეთის ფერი და სუნი. Fusion-ის 6F35-ზე ფორდი ჩვეულებრივი ექსპლუატაციისთვის შეცვლას არ გეგმავს, ბათუმის სიცხეში და ტაქსში კი ნაწილობრივ შეცვლას დაახლოებით 50 ათას კმ-ში ერთხელ ვურჩევთ — ზეთის შეცვლა Fusion-ის კარობკაში.
  4. ძარის ქვედა ნაწილი და შედუღების კვალი.

ამის მერე პირდაპირ გეტყვით, რა არის სასწრაფო და რა მოიცდის.

ფასი

სამუშაოფასი, ₾
კომპიუტერული დიაგნოსტიკა30-დან
კარობკის დიაგნოსტიკა59-დან
ცეპლენიის შეცვლა150-დან
ძრავის დიაგნოსტიკა30-დან
ძარის შეკეთება150-დან

ხშირად დასმული კითხვები

Focus-ის კარობკა ბიძგებს აკეთებს — შეკეთება თუ შეცვლა?

უმეტესად შეკეთება: ცეპლენია, ადაპტაცია, მართვის ბლოკი. ვწყვეტთ დიაგნოსტიკის შემდეგ.

Transit-ს აკეთებთ?

კი: ფურგონის ძრავი, ცეპლენია, ხადავოი, ძარა და ჟანგი.

EcoBoost-ს ანტიფრიზი აკლდება და ჟონვა არ ჩანს. ეს რა არის?

ჯერ წნევით ვამოწმებთ გაგრილების სისტემას. თუ გარეთ ჟონვა არ არის, ვუყურებთ ზეთს და სანთლებს: ანტიფრიზი შეიძლება ცილინდრში მიდიოდეს. ასეთ მანქანას შორს ნუ წაიყვანთ.

რა ნაწილებს აყენებთ ფორდზე?

შეგიძლიათ საკუთარი ნაწილები მოიტანოთ, მაგრამ მათზე გარანტია არ ვრცელდება. ჩვენ მიერ შეკვეთილ ნაწილებზე გარანტია ვრცელდება — ვადას მენეჯერი გითანხმებთ. ნაწილებს ნებისმიერ მანქანაზე შევუკვეთავთ.

თქვენი სკანერი ფორდის ბლოკებს კითხულობს, ამერიკულსაც?

მოგვწერეთ მოდელი და VIN — გეტყვით, რას წაიკითხავს.

●  06 · კონტაქტი

დაგვიტოვეთ განაცხადი — გადმოგირეკავთ და დათვალიერებაზე ჩაგწერთ

მოგვწერეთ, რა დაემართა მანქანას. გადმოგირეკავთ, კითხვებზე გიპასუხებთ და დროს შევარჩევთ. ზუსტ ფასს დათვალიერების შემდეგ გეუბნებით: ფოტოზე დაზიანება ყოველთვის არ ჩანს.

განაცხადის გაგზავნით ეთანხმებით კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

ან მოგვწერეთ მესენჯერში — იქვე გიპასუხებთ:

მისამართი
აეროპორტის გზატკეცილი 212მ, ბათუმი
ტელეფონი / WhatsApp / Telegram
+995 599 66 66 75 · WhatsApp · Telegram
მარშრუტი
Google Maps ↗Yandex ↗Waze ↗
PRO SERVICE-ის შესასვლელი