Chevrolet-ის სერვისი და შევროლეს ხელოსანი ბათუმში

Chevrolet-ის სერვისი და შევროლეს ხელოსანი ბათუმში

გჭირდებათ შევროლეს ხელოსანი ბათუმში? Chevrolet PRO SERVICE-ში (ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი 212მ): ზეთის შეცვლა ავტომატურ კარობკაში, გაგრილების, სავალი ნაწილისა და ელექტროობის შეკეთება Cruze-ზე, Malibu-ზე, Equinox-ზე, Captiva-ზე და სხვა მოდელებზე. დიაგნოსტიკა — 30 ლარიდან, კარობკის ზეთის შეცვლა — 70 ლარიდან.

საქართველოში Chevrolet ძირითადად ამერიკული აუქციონებიდან შემოყვანილი მანქანებია: Malibu, Cruze, Equinox, Trax, ზოგჯერ Camaro და Tahoe. Captiva, Aveo, Lacetti და Spark უფრო ხშირად ევროპიდან და კორეიდან შემოდიოდა. აქედან ორი რამ გამომდინარეობს: ამერიკული ვერსიის ნაწილები ზოგჯერ VIN-ით უნდა შეირჩეს, აუქციონის მანქანაზე კი წინასწარ ღირს შემოწმება, რა შეკეთდა დარტყმის შემდეგ.

ტიპური პრობლემები მოდელების მიხედვით

მოდელირით მოდიან ყველაზე ხშირად
Cruzeანტიფრიზის ჟონვა (ავზი, თერმოსტატის კორპუსი), ზეთი სარქველების ხუფზე, კარობკის ბიძგები
Malibuკარობკის ბიძგები, დატჩიკების შეცდომები, ხადავოი ორმოების შემდეგ
Equinoxზეთის ხარჯი რიგ ძრავებზე, ჯაჭვის ხმაური
Captivaსრული წამყვანი, ავტომატური კარობკა, საკიდარი
Aveo / Sparkხადავოი, მუხრუჭები, ცეპლენია

ეს ხშირი შემთხვევებია და არა ყველა მანქანის განაჩენი. ნამდვილ მიზეზს კომპიუტერული დიაგნოსტიკა აჩვენებს.

შევროლე მალიბუს შეკეთება ჩვენთან ჩვეულებრივ სამი საჩივრით იწყება: კარობკა ბიძგებს აძლევს, დატჩიკები შეცდომებს წერს ან ორმოების მერე ხადავოი აკაკუნებს. ამიტომ ჯერ შეცდომებს ვკითხულობთ, მერე კი სავალი ნაწილის დიაგნოსტიკას ვაკეთებთ, რომ ზედმეტი დეტალი არ შეიცვალოს.

შევროლე კრუზის კარობკაში ზეთის შეცვლა

Cruze-ზე ყველაზე ხშირი კითხვა. ექვსსაფეხურიანი ავტომატი ზეთის მდგომარეობაზე მგრძნობიარეა: ძველ ზეთზე 1-2 და 2-3 გადართვისას ბიძგები ჩნდება, D გვიან ირთვება. რას ვაკეთებთ:

  • ვკითხულობთ კარობკის შეცდომებს და ვამოწმებთ დონეს (ამ კარობკაზე დონე საკონტროლო საცობით მოწმდება და არა შჩუპით);
  • ზეთს ვცვლით ნაწილობრივ ან რამდენიმე ციკლით — მდგომარეობის მიხედვით;
  • საჭიროების შემთხვევაში ადაპტაციას ვანულებთ და სვლაში ვამოწმებთ.

თუ ახალ ზეთზეც ბიძგები რჩება — მიზეზი შეიძლება ჰიდრობლოკი იყოს, მაშინ ავტომატური კარობკის შეკეთებაა საჭირო. პროცედურაზე დაწვრილებით — ზეთის შეცვლა ავტომატურ კარობკაში.

გაგრილება: რატომ არ უნდა გადადოთ

რიგ Chevrolet-ის ძრავებზე გაგრილების პლასტმასის დეტალები დროთა განმავლობაში სკდება. თუ ანტიფრიზს დაამატებთ და ისე ივლით, ადრე თუ გვიან ძრავა გადახურდება, ეს კი უკვე ძრავის თავის შუასადების შეცვლაა. ნიშნები: ტკბილი სუნის ორთქლი, ავზში დონე იკლებს, მანქანის ქვეშ გუბე. ამიტომ ჟონვის პირველივე ნიშანზე ჯობს გაგრილების სისტემა შეამოწმოთ, ვიდრე ანტიფრიზის დამატებით იაროთ.

ფასი

სამუშაოფასი, ₾
კომპიუტერული დიაგნოსტიკა30-დან
ზეთის შეცვლა ავტომატურ კარობკაში70-დან
ავტომატური კარობკის დიაგნოსტიკა59-დან
ანტიფრიზის შეცვლა40-დან
სავალი ნაწილის დიაგნოსტიკა30-დან

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს Cruze-ის კარობკაში ზეთის შეცვლა?

70 ლარიდან, საბოლოო ფასი მოცულობასა და მეთოდზეა დამოკიდებული. ზეთი — მწარმოებლის დაშვებით.

საიდან იღებთ ნაწილებს ამერიკულ ვერსიაზე?

შეგიძლიათ საკუთარი ნაწილები მოიტანოთ, მაგრამ მათზე გარანტია არ ვრცელდება. ჩვენ მიერ შეკვეთილ ნაწილებზე გარანტია ვრცელდება — ვადას მენეჯერი გითანხმებთ. ნაწილებს ნებისმიერ მანქანაზე შევუკვეთავთ.

ღირს ამერიკული Chevrolet-ის შემოწმება ყიდვამდე?

კი, განსაკუთრებით აუქციონის შემდეგ. ვამოწმებთ ძარას, ხადავოის და შეცდომებს — მანქანის შემოწმება ყიდვამდე.

●  06 · კონტაქტი

დაგვიტოვეთ განაცხადი — გადმოგირეკავთ და დათვალიერებაზე ჩაგწერთ

მოგვწერეთ, რა დაემართა მანქანას. გადმოგირეკავთ, კითხვებზე გიპასუხებთ და დროს შევარჩევთ. ზუსტ ფასს დათვალიერების შემდეგ გეუბნებით: ფოტოზე დაზიანება ყოველთვის არ ჩანს.

განაცხადის გაგზავნით ეთანხმებით კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

ან მოგვწერეთ მესენჯერში — იქვე გიპასუხებთ:

მისამართი
აეროპორტის გზატკეცილი 212მ, ბათუმი
ტელეფონი / WhatsApp / Telegram
+995 599 66 66 75 · WhatsApp · Telegram
მარშრუტი
Google Maps ↗Yandex ↗Waze ↗
PRO SERVICE-ის შესასვლელი