Toyota Camry-ს ხადავოის შეკეთება

Toyota Camry-ს ხადავოის შეკეთება ბათუმში

Toyota Camry-ს ხადავოის შეკეთებას ბათუმში ორ ნაბიჯად ვაკეთებთ: ჯერ თქვენთან ერთად მოკლე სვლა და ამწე, მერე კალკულაცია, სადაც თითო დეტალი ცალკე ხაზზე წერია. ქალაქში XV40, XV50/XV55 და XV70 დადის და სამივეს ვარემონტებთ. სერვისი აეროპორტის გზატკეცილზეა, 212მ: დიაგნოსტიკა 30 ლარიდან, რაზვალი სამუშაოს შემდეგ 50 ლარიდან.

Camry-ს საკიდარი თაობების მიხედვით

სამივეს წინ McPherson-ის დგარები აქვს. განსხვავება უკანაა და სწორედ ის წყვეტს, რა დეტალებს ვუკვეთავთ.

თაობაუკანა საკიდარირას ვცვლით ყველაზე ხშირად
XV40 (2006-2011)დგარები, ორი განივი წევა და გრძივი წევასტაბილიზატორის სტოიკები, წინა ქვედა ბერკეტის უკანა საილენტბლოკი, საჭის რეიკა
XV50/XV55 (2011-2017)იგივე სქემა, რაც XV40-ზეწინა დგარების საყრდენები, უკანა სტოიკები, ამორტიზატორები
XV70 (2017-2024)ორბერკეტიანი, TNGA პლატფორმასტოიკები, უკანა ბერკეტების საილენტბლოკები, ამორტიზატორები

Camry დიდი მანქანაა, ამერიკულ SE-სა და XSE-ს კიდევ ხისტი საკიდარი და დიდი დისკები აქვს. ჩვენს ორმოებზე ასეთი ვერსია დარტყმას ძარას მეტად გადასცემს და წვრილი წინა დეტალები ადრე ნებდება.

კამრი აკაკუნებს წინ თუ უკან: რას ნიშნავს ხმა

  • მოკლე ყრუ კაკუნი წინიდან წვრილ უსწორმასწორობებზე და ქვაფენილზე. უმეტესად სტაბილიზატორის სტოიკებია. ორივეს ერთად ვცვლით, მარცხენა და მარჯვენა თითქმის თანაბრად ცვდება.
  • კაკუნი, რომელიც პირდაპირ საჭეში იგრძნობა, ცივ მანქანაზე უფრო ძლიერი. XV40-ზე ხშირად თვითონ რეიკაა, ცნობილი პრობლემა. ზოგჯერ მიმჭერის რეგულირება ჰყოფნის, ზოგჯერ გადაწყობა სჭირდება, დაწვრილებით გვერდზე საჭის რეიკა.
  • ჭრიალი ან ტკაცუნი, როცა სადარბაზოსთან ადგილზე საჭეს ატრიალებთ. წინა დგარის საყრდენი საკისარია, XV50-ზე წვიმის მერე უფრო ისმის.
  • დამუხრუჭებისას საჭე კანკალებს და მანქანა გვერდზე მიდის. ვამოწმებთ წინა ქვედა ბერკეტის დიდ უკანა საილენტბლოკს: რეზინა წრეზე იხევა და ბერკეტი დატვირთვისას იძვრის.
  • ყრუ დარტყმა უკნიდან „მწოლიარე პოლიციელზე". XV50-ზე ჩვეულებრივ უკანა სტოიკები ან ამორტიზატორები, უფრო იშვიათად განივი წევების რეზინები.

გუგუნი, რომელიც სიჩქარესთან ერთად ძლიერდება, საკიდარს არ ეკუთვნის. ეს ჩობალის საკისარია, მას ცალკე ვუსმენთ: ამწეზე თვალს ხელით ვატრიალებთ.

როდის მოიყვანოთ

Toyota ბერკეტების შესაცვლელ გარბენს არ ასახელებს. Camry-ს საკიდარს ყოველ ტექმომსახურებაზე ვუყურებთ და გეტყვით, რა დაიწყო წასვლა. ბათუმში რეზინას უფრო უჭირს: ორმოები კოკისპირული წვიმის შემდეგ, მთის გზები ხულოსა და გოდერძისკენ, ნესტიანი ზღვის ჰაერი, რომლისგანაც ჭანჭიკები მილისებს ეკვრება. აქაური Camry თითქმის ყველა აშშ-დანაა ჩამოყვანილი, ზოგი ავარიის შემდეგ, და ხშირად ვპოულობთ მოღუნულ ბერკეტებს, რომლებიც ყიდვისას ვერავინ შეამჩნია.

ამწიდან რაზვალამდე: Camry-ს რემონტის რიგი

  1. თქვენთან ერთად გავდივართ ქვაფენილზე და „მწოლიარეზე", რომ თვითონ ის ხმა გავიგოთ, რაზეც ჩივით.
  2. ამწეზე მონტირებით ვამოწმებთ ბერკეტებს, შარავოებს, საჭის წევებს და რეიკას. XV40-სა და XV50-ზე ქვედა შარავოი ბერკეტზე ჭანჭიკებით მაგრდება და ცალკე იყიდება, მთელი ბერკეტის ყიდვა არ გიწევთ.
  3. კალკულაციაში ცალკე წერია, რაც ახლავე სახიფათოა (შარავოი, საჭის წევის ბუნიკი), და რაც შემდეგ ვიზიტამდე მოიცდის.
  4. ბერკეტი თუ სწორია, მასში ახალ საილენტბლოკს ვაპრესავთ. დარტყმისგან მოღუნულ ბერკეტს მთლიანად ვცვლით.
  5. ბერკეტების ჭანჭიკებს ვჭიმავთ, როცა მანქანა თვლებზე დგას. ჰაერში მოჭერილი რეზინა დაგრეხილია და ადრე იხევა.
  6. ბოლოს რაზვალი. Camry-ს უკანა შეყრა რეგულირდება. ექსცენტრიკი თუ ჩაჟანგულია, ჯერ მას ვათავისუფლებთ და „როგორც გამოვა" არ ვაყენებთ.

შრუსები, რეიკა და საბურავები: რას ვუყურებთ თან

ამძრავის პილნიკები (მტვერდამცავები) და შრუსები, რეიკაზე ჟონვა, საბურავის შიდა კიდის ცვეთა. თვლები მოხსნილია, ამიტომ მუხრუჭებსაც ვნახავთ: კალოდკებს და დისკების ცემას.

ფასი

სამუშაოფასი, ₾
ხადავოის დიაგნოსტიკა30-დან
წინა ქვედა ბერკეტის შეცვლა60-დან
ამორტიზატორი ან დგარი, ცალი30-დან
სტოიკები, შარავოი, დგარის საყრდენიდათვალიერების შემდეგ
რაზვალი50-დან

ხშირად დასმული კითხვები

XV50 წინიდან წვრილ ორმოებზე აკაკუნებს. რა უნდა შეიცვალოს?

დიდი ალბათობით წინა სტოიკები. დგარის საყრდენი და შარავოი იგივენაირად ჟღერს, ამიტომ დეტალებს ამწის შემდეგ ვუკვეთავთ.

შარავოის შეცვლა ბერკეტის გარეშე შეიძლება?

XV40-სა და XV50-ზე კი, ცალკე დეტალია. XV70-ზე კატალოგის ნომერს თქვენი მანქანის მიხედვით ვამოწმებთ.

Camry 40-ზე რეიკა აკაკუნებს. ახალი მჭირდება?

ყოველთვის არა. ჯერ რეიკის მიმჭერს და მილისებს ვამოწმებთ, კაკუნი ხშირად რეგულირების ან გადაწყობის შემდეგ ქრება.

ამორტიზატორების შეცვლის შემდეგ რაზვალი საჭიროა?

კი, ვამოწმებთ. დგარი მუშტზე ორი ჭანჭიკით მაგრდება და თვლის კუთხე ნახვრეტების ღრეჩოს ფარგლებში იცვლება.

ორიგინალი თუ ანალოგი?

თქვენ წყვეტთ. ჩვენ გეტყვით, რომელი ანალოგი ძლებს ნორმალურად. საკუთარი დეტალების მოტანაც შეიძლება: შეიძლება, მაგრამ კლიენტის ნაწილებზე გარანტია არ ვრცელდება.

●  06 · კონტაქტი

დაგვიტოვეთ განაცხადი — გადმოგირეკავთ და დათვალიერებაზე ჩაგწერთ

მოგვწერეთ, რა დაემართა მანქანას. გადმოგირეკავთ, კითხვებზე გიპასუხებთ და დროს შევარჩევთ. ზუსტ ფასს დათვალიერების შემდეგ გეუბნებით: ფოტოზე დაზიანება ყოველთვის არ ჩანს.

განაცხადის გაგზავნით ეთანხმებით კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

ან მოგვწერეთ მესენჯერში — იქვე გიპასუხებთ:

მისამართი
აეროპორტის გზატკეცილი 212მ, ბათუმი
ტელეფონი / WhatsApp / Telegram
+995 599 66 66 75 · WhatsApp · Telegram
მარშრუტი
Google Maps ↗Yandex ↗Waze ↗
PRO SERVICE-ის შესასვლელი