ნისანის სერვისი: ვარიატორის შეკეთება და ხადავოი

ნისანის სერვისი: ვარიატორის შეკეთება და ხადავოი ბათუმში

PRO SERVICE (ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი 212მ) ემსახურება ნისანს, აქ მთავარი თემა კი ვარიატორის შეკეთებაა. ვარიატორის დიაგნოსტიკა — 59 ლარიდან. დრო — 1-2 საათი.

ბათუმში ბევრი ამერიკიდან შემოყვანილი ნისანი დადის: Rogue, Altima, Murano, Sentra, Pathfinder. ევროპიდან და იაპონიიდან — Qashqai, X-Trail, Juke, Note, Tiida. მთისა და უგზოობისთვის — ჩარჩოიანი Patrol. ბოლო თაობების მსუბუქი მოდელების უმეტესობა ვარიატორზეა (CVT).

ვარიატორი: რა უნდა იცოდეს ნისანის მფლობელმა

ვარიატორი ძალას ორ კონუსს შორის მოძრავი ფოლადის ღვედით გადასცემს. რბილია და ეკონომიური, მაგრამ მგრძნობიარეა გადახურებაზე და ზეთის მდგომარეობაზე. ბევრი გარბენიანი ნისანი სწორედ ვარიატორით მოდის.

ნიშნები, რომ დიაგნოსტიკის დროა:

  • ზუზუნი ან ყმუილი, რომელიც სიჩქარესთან ერთად იზრდება;
  • აჩქარებისას ბიძგები და „კანკალი";
  • ბრუნები იზრდება, მანქანა კი ზანტად მიდის;
  • გრძელი აღმართის შემდეგ ავარიულ რეჟიმში გადადის და წევას კარგავს;
  • კარობკის შეცდომები, ციმციმებს ინდიკატორი.

რას ვაკეთებთ: ვკითხულობთ შეცდომებს და პარამეტრებს (წნევა, ტემპერატურა, ბუქსაობა), ვამოწმებთ ზეთს, ვაკეთებთ სატესტო სვლას. ადრეული პრობლემები ხშირად ზეთის შეცვლით და ადაპტაციით გვარდება. თუ შიგნით ცვეთაა — გახსნამდე აგიხსნით ვარიანტებს და ფასს. დეტალურად — ნისანის ვარიატორის შეკეთება.

რა უხანგრძლივებს ვარიატორს სიცოცხლეს: ზეთი რეგლამენტით (სიცხეში და საცობებში — უფრო ხშირად), მხოლოდ სწორი დაშვების სითხე, რბილი აჩქარება, მძიმე მისაბმელი არა დასაშვებზე მეტი.

რომელი ვარიატორი რომელ ნისანზე დგას

ყველა ეს კარობკა იაპონური Jatco-ა, მაგრამ შიგნიდან განსხვავდება და ზეთიც სხვადასხვა სჭირდება.

მოდელიძრავივარიატორისითხე
Qashqai, X-Trail T31, პირველი RogueMR20DE, QR25DEJF011ENS-2
Rogue და Altima 2013-დანQR25DEJF016E/JF017ENS-3
Juke 1.6, ბოლო თაობის Note და MicraHR სერია, 1.2-1.6JF015E (პლანეტარული საფეხურით)NS-2 ან NS-3, VIN-ით

ზეთის ზუსტ ტიპს და მოცულობას ყოველთვის VIN-ით ვადარებთ. NS-2-ის ნაცვლად NS-3 ან "უნივერსალური" CVT ზეთი ბიძგებს და ღვედის ბუქსაობას იწვევს.

დონეს ცხელზე ვამოწმებთ. ვარიატორის ზეთის დონე სწორად მხოლოდ გარკვეულ ტემპერატურაზე იზომება, სკანერით ვუყურებთ. ცივზე შემოწმება შეცდომას იძლევა.

ბათუმის სიცხე და გადახურება. ზაფხულში საცობში და მერე ხულოს ან გოდერძის აღმართზე ვარიატორი თბება და ავარიულ რეჟიმში გადადის. ასეთ დროს ვწმენდთ ვარიატორის ზეთის რადიატორს და ვამოწმებთ, ზეთი ხომ არ დაბერდა. ხშირად ეს საკმარისია.

ნისანის ხელოსანი: მარტო კარობკა არა

  • Rogue-ს, X-Trail-ის, Qashqai-ს ხადავოი: სტაბილიზატორის დგარები, საილენტბლოკები, უკანა ბერკეტები, ჰაბის საკისრები (პადშიპნიკი). ჯერ ხადავოის დიაგნოსტიკა, მერე კალკულაცია.
  • კონდიციონერი: ბათუმის ზაფხულში ხშირი ჩივილია — სუსტად აგრილებს. ვამოწმებთ წნევას, ჟონვას, კომპრესორს.
  • Patrol და Pathfinder: საკიდარი და მუხრუჭები დატვირთვისას, ოთხივე წამყვანის მომსახურება.

ფასი

სამუშაოფასი, ₾
კომპიუტერული დიაგნოსტიკა30-დან
ვარიატორის დიაგნოსტიკა59-დან
ვარიატორის ზეთის შეცვლა70-დან
ხადავოის დიაგნოსტიკა30-დან

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს ნისანის ვარიატორის შეკეთება?

იმაზეა დამოკიდებული, რა არის გაფუჭებული: ზეთის შეცვლიდან და ადაპტაციიდან გახსნით რემონტამდე. ზუსტ ფასს დიაგნოსტიკის შემდეგ გეტყვით, დიაგნოსტიკა — 59 ლარიდან.

უნდა შევცვალო ვარიატორის ზეთი, თუ ნორმალურად მუშაობს?

კი, მწარმოებლის რეგლამენტით. ძველი ზეთი პრობლემების ერთ-ერთი ხშირი მიზეზია.

ვარიატორის ნაწილები — ახალი თუ მეორადი?

შეგიძლიათ საკუთარი ნაწილები მოიტანოთ, მაგრამ მათზე გარანტია არ ვრცელდება. ჩვენ მიერ შეკვეთილ ნაწილებზე გარანტია ვრცელდება — ვადას მენეჯერი გითანხმებთ. ნაწილებს ნებისმიერ მანქანაზე შევუკვეთავთ.

თქვენი სკანერი ნისანის ვარიატორის ბლოკს კითხულობს?

მოდელზე დაფარვას VIN-ით დავაზუსტებთ.

Rogue აღმართზე წევას კარგავს, დაბლა კი ნორმალურია. რა არის?

ყველაზე ხშირად ვარიატორის გადახურების დაცვა. ვამოწმებთ ზეთის ტემპერატურას სკანერით, რადიატორს და ზეთს. ღვედის ცვეთაზე ლაპარაკი ამის მერეა.

●  06 · კონტაქტი

დაგვიტოვეთ განაცხადი — გადმოგირეკავთ და დათვალიერებაზე ჩაგწერთ

მოგვწერეთ, რა დაემართა მანქანას. გადმოგირეკავთ, კითხვებზე გიპასუხებთ და დროს შევარჩევთ. ზუსტ ფასს დათვალიერების შემდეგ გეუბნებით: ფოტოზე დაზიანება ყოველთვის არ ჩანს.

განაცხადის გაგზავნით ეთანხმებით კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

ან მოგვწერეთ მესენჯერში — იქვე გიპასუხებთ:

მისამართი
აეროპორტის გზატკეცილი 212მ, ბათუმი
ტელეფონი / WhatsApp / Telegram
+995 599 66 66 75 · WhatsApp · Telegram
მარშრუტი
Google Maps ↗Yandex ↗Waze ↗
PRO SERVICE-ის შესასვლელი