მიცუბიშის შეკეთება ბათუმში: აუთლენდერის ვარიატორი და ჯიპები

მიცუბიშის შეკეთება ბათუმში: აუთლენდერის ვარიატორი და ჯიპები

მიცუბიშის შეკეთება ბათუმში, PRO SERVICE (აეროპორტის გზატკეცილი 212მ): ვარიატორის დიაგნოსტიკა და მომსახურება აუთლენდერზე (Outlander), ASX-ზე და Lancer-ზე, სრული წამყვანისა და ხადავოის შეკეთება Pajero-ზე, Pajero Sport-ზე და L200-ზე. ვარიატორის დიაგნოსტიკა — 59 ლარიდან, დრო — 1-2 საათი. შეკეთების ფასს დიაგნოსტიკის შემდეგ გეუბნებით.

Outlander-ის ვარიატორი: რით მოდიან

Outlander საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული Mitsubishi-ა, ბევრი ამერიკიდანაა შემოყვანილი. ბენზინის Outlander-ზე, ASX-ზე და Lancer-ზე ჩვეულებრივ ვარიატორი დგას. გადახურება არ უყვარს, ბათუმის ზაფხულის საცობები და გრძელი აღმართები კი სწორედ ეს რეჟიმია. ტიპური ჩივილები:

  • ყმუილი ან გუგუნი, რომელიც სიჩქარესთან ერთად იზრდება;
  • ადგილიდან დაძვრისას ბიძგები და კანკალი, გაჩერებისას „დარტყმა";
  • მანქანა ცუდად იკრებს: ბრუნები არის — სიჩქარე არა;
  • კარობკა ავარიულ რეჟიმში გადადის, პანელზე შეცდომაა.

ვარიატორის რადიატორი მტვრითა და ჭუჭყით იჭედება, გადახურებისგან კი ღვედი და კონუსები ზიანდება. ამიტომ ნებისმიერი ჩივილისას ვარიატორის გაგრილებასაც ვამოწმებთ.

რისგან შედგება ვარიატორის შეკეთების ფასი

კითხვაზე „რა ღირს აუთლენდერის ვარიატორის შეკეთება" დიაგნოსტიკის გარეშე პატიოსანი პასუხი არ არსებობს. შესაძლო სცენარები, მარტივიდან რთულისკენ:

  1. ძველი ზეთი და არეული ადაპტაცია — ზეთის შეცვლა, განულება და ხელახალი სწავლება. ყველაზე იაფი ვარიანტი.
  2. გადახურება ან გაუმართავი დატჩიკი — ვამოწმებთ ვარიატორის გაგრილებას და დატჩიკებს.
  3. ჰიდრობლოკი და სოლენოიდები — ბლოკის შეკეთება ან შეცვლა.
  4. მექანიკური ცვეთა (საკისრები, ღვედი, კონუსები) — გადაწყობა ან აგრეგატის შეცვლა.

დიაგნოსტიკის მონაცემებს გაჩვენებთ და თითოეული ვარიანტის ფასს სამუშაომდე გეუბნებით. დაწვრილებით — ვარიატორის შეკეთება.

პაჯეროს შეკეთება: Pajero, Pajero Sport და L200

ეს სხვა სამყაროა: ჩარჩოიანი ჯიპები სრული წამყვანით (Super Select ან მისაერთებელი Easy Select), ხშირად დიზელზე. აქ მოდიან:

  • წინა საკიდრისა და საჭის ბუნიკების ცვეთით გრუნტის გზების შემდეგ — ზუსტად რა გაცვდა, სავალი ნაწილის დიაგნოსტიკა აჩვენებს;
  • ხიდებიდან და რაზდატკიდან ჟონვით — რედუქტორის ზეთი რეგლამენტით უნდა შეიცვალოს, განსაკუთრებით მდინარეში გავლის შემდეგ;
  • დიზელის საკითხებით: კვამლი, არათანაბარი მუშაობა, ფორსუნკები — ფორსუნკების წმენდა.

Outlander PHEV

ჰიბრიდული ვერსიაც გვხვდება. ჩვეულებრივ მომსახურებას (მუხრუჭები, საკიდარი, ძრავის ზეთი) ისე ვაკეთებთ, როგორც ნებისმიერ მანქანაზე; მაღალი ძაბვის ნაწილზე ჩაწერისას დააზუსტეთ.

ფასი

სამუშაოფასი, ₾
ვარიატორის დიაგნოსტიკა59-დან
ვარიატორში ზეთის შეცვლა70-დან
ჰიდრობლოკის შეკეთება150-დან
რედუქტორში ზეთის შეცვლა30-დან
სავალი ნაწილის დიაგნოსტიკა30-დან

ცხრილში საწყისი ფასებია. ვარიატორის შეკეთების საბოლოო თანხა იმაზეა დამოკიდებული, რომელ სცენარს აჩვენებს დიაგნოსტიკა. სხვა სამუშაოების ღირებულება — ფასების გვერდზე.

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს მიცუბიში აუთლენდერის ვარიატორის შეკეთება?

მიზეზზეა დამოკიდებული: ზეთის შეცვლიდან ჰიდრობლოკის შეკეთებამდე და მეტი. ზეთის შეცვლა — 70 ლარიდან. ჰიდრობლოკის შეკეთება — 150 ლარიდან. ზუსტად — დიაგნოსტიკის შემდეგ.

შეიძლება სიარული, თუ ვარიატორი ყმუის?

ცოტა ხანს და მშვიდად: სერვისამდე, მკვეთრი გაქანების გარეშე. რაც უფრო დიდხანს ივლით ყმუილით, მით მეტია შანსი, რომ შეკეთება ძვირი გახდება.

ვარიატორის ნაწილები არის?

შეგიძლიათ საკუთარი ნაწილები მოიტანოთ, მაგრამ მათზე გარანტია არ ვრცელდება. ჩვენ მიერ შეკვეთილ ნაწილებზე გარანტია ვრცელდება — ვადას მენეჯერი გითანხმებთ. ნაწილებს ნებისმიერ მანქანაზე შევუკვეთავთ.

თქვენი სკანერი Mitsubishi-ს ვარიატორს კითხულობს?

რომელი ფუნქციები მუშაობს თქვენს მოდელზე — ჩაწერისას გეტყვით.

●  06 · კონტაქტი

დაგვიტოვეთ განაცხადი — გადმოგირეკავთ და დათვალიერებაზე ჩაგწერთ

მოგვწერეთ, რა დაემართა მანქანას. გადმოგირეკავთ, კითხვებზე გიპასუხებთ და დროს შევარჩევთ. ზუსტ ფასს დათვალიერების შემდეგ გეუბნებით: ფოტოზე დაზიანება ყოველთვის არ ჩანს.

განაცხადის გაგზავნით ეთანხმებით კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

ან მოგვწერეთ მესენჯერში — იქვე გიპასუხებთ:

მისამართი
აეროპორტის გზატკეცილი 212მ, ბათუმი
ტელეფონი / WhatsApp / Telegram
+995 599 66 66 75 · WhatsApp · Telegram
მარშრუტი
Google Maps ↗Yandex ↗Waze ↗
PRO SERVICE-ის შესასვლელი