ვულკანიზაცია და თვლების ბალანსირება

ვულკანიზაცია და თვლების ბალანსირება ბათუმში

ვულკანიზაცია ბათუმში ჩვენთან ასე გამოიყურება: საბურავს გადავაცვამთ, თვალს დავაბალანსებთ, ნახვრეტს (პრაკოლს) შიგნიდან დავკერავთ, საჭიროებისას ახალ ნიპელს და წნევის სენსორს (დაჩიკს) ჩავსვამთ. ფასს თვლების ნახვის მერე გეტყვით: დისკის დიამეტრი, პროფილი, run-flat და სენსორები ცვლის მას. თუ საბურავებს მრუდე ცვეთის გამო ცვლით, რაზვალს აქვე, აეროპორტის გზატკეცილზე 212მ, გაგიკეთებთ, 50 ₾-დან.

რა შედის სამუშაოში

  • თვლების მოხსნა, ძველი საბურავის ჩამოცმა, ახლის ან სეზონური კომპლექტის გადაცმა.
  • ახალი რეზინის ნიპელი. მზეზე ძირში სკდება და ჰაერს უშვებს, თან იაფია.
  • ყველა თვლის ბალანსირება.
  • წნევა მძღოლის კარის ღიობში მიკრული სტიკერის მიხედვით.
  • ჭანჭიკებს დინამომეტრიული გასაღებით ვაჭერთ, ჯვარედინად, და არა პნევმოგასაღებით ბოლომდე. გადაჭერილი შპილკები და მოღუნული სამუხრუჭე დისკი „სწრაფი" ვულკანიზაციის მერე ხშირად გვინახავს.

ნახვრეტი: რას ვკერავთ და რას არა

პროტექტორზე ნახვრეტს ვაკეთებთ, თუ პატარაა, დაახლოებით 6 მმ-მდე. სწორი გზა შიგნიდანაა: საბურავი დისკიდან იხსნება, ჩადის სოკო (გრიბოკი), რომელიც ხვრელს ავსებს და შიგნიდან ჰერმეტულად ხურავს. გარედან ჩადებული ჟგუტი სახლამდე მიგიყვანთ, მაგრამ დიდხანს მასზე ნუ დაიმედებით.

გვერდს არ ვაკეთებთ. გვერდი ყოველ ბრუნზე იღუნება და საკერებელი (ლატკა) ვერ იჭერს. გვერდზე გამობერილი თიაქარი ნიშნავს, რომ საბურავი წასულია: შიგნით კორდი გაწყვეტილია.

თუ დაშვებულით იარეთ, თუნდაც კილომეტრი-ორი, საბურავს შიგნიდან ვუყურებთ. ხშირად შიდა გვერდზე დაღეჭილი რეზინის რგოლია, გარედან კი ყველაფერი რიგზე ჩანს. ასეთ საბურავს უკან აღარ ვაცვამთ.

ვიბრაცია და ბალანსირება

საჭე კანკალებს 80-110 კმ/სთ-ზე: უმეტესად წინა თვლები არ არის დაბალანსებული. სავარძელში და იატაკზე ვიბრაცია: უკანას ვუყურებთ. მიზეზი ხშირად მარტივია, სამრეცხაოს ან ორმოს მერე ჩამოვარდნილი საბალანსო ტვირთი.

ბალანსირების მერეც თუ საჭე ურტყამს, მიზეზს სხვაგან ვეძებთ. ორმოზე მოღუნული დისკი, თიაქარი, არათანაბრად გაცვეთილი საბურავი, სტუპიცის საკისრის ლუფტი. მოღუნული დისკი სტენდზევე ჩანს და გაჩვენებთ.

წნევის სენსორები (TPMS)

ამერიკული ბაზრის მანქანებზე წნევის სენსორი 2008 მოდელის წლიდან სავალდებულოა, ამიტომ შტატებიდან ჩამოყვანილ თითქმის ყველა მანქანას აქვს. სენსორი თვლის შიგნით ნიპელზე ზის. ბატარეა მასში არ იცვლება და ჩვეულებრივ 5-10 წელი ძლებს. ბატარეა რომ დაჯდება, პანელზე ნათურა ინთება.

გადაცმისას სენსორს მონტირკით ადვილად გატეხავ, ამიტომ ჯერ ვნახულობთ, სად ზის. ახალი თუ გჭირდებათ, ძველის სიხშირე უნდა დაემთხვეს: ამერიკულებზე ხშირად 315 MHz-ია, ევროპულებზე 433 MHz, ერთი მეორის ნაცვლად არ იმუშავებს. შეცვლის მერე სენსორი მანქანის ბლოკში უნდა ჩაიწეროს. ზოგი მანქანა თვითონ სწავლობს რამდენიმე წუთის სვლაში, ზოგს სკანერი სჭირდება.

სეზონური გადაცმა და run-flat

თვითონ ბათუმში ბევრი მთელი წელი ზაფხულის ან ყველასეზონური საბურავით დადის. თუ ზამთარში გოდერძზე ან აჭარის მთის სოფლებში მიდიხართ, ზამთრის საბურავი გჭირდებათ, თოვლზე კი ჯაჭვებიც.

Run-flat-ს (BMW, Mini, ზოგი Mercedes) ხისტი გვერდი აქვს. გადაცმა უფრო რთულია, დაშვებულით სიარულის მერე კი მწარმოებლების უმეტესობა შეკეთებას არ ურჩევს. დაბალპროფილიან 19-20 დიუმიანზეც სიფრთხილეა საჭირო, რომ დისკი არ გაიკაწროს. თუ დისკები უკვე ბორდიურზეა გახეხილი, შეიძლება აღდგენა და შეღებვა.

ფასი

სამუშაოფასი, ₾
გადაცმა და ბალანსირება, 4 თვალინახვის შემდეგ
ნახვრეტის შეკეთება შიგნიდანნახვის შემდეგ
TPMS სენსორის შეცვლა და ჩაწერანახვის შემდეგ
რაზვალი50-დან

ვულკანიზაციაზე ხშირად გვეკითხებიან

ახალი საბურავების მერე რაზვალი საჭიროა? თუ ძველები ერთ კიდეზე გაცვდა, კი. მიზეზი თვლების კუთხეებშია და ახალი კომპლექტიც ასევე გაცვდება. ჩვეულებრივი სეზონური გადაცმა რაზვალს არ ცვლის. დაწვრილებით სტატიაში რამდენად ხშირად კეთდება რაზვალი.

რამდენ ხანში ერთხელ უნდა დაბალანსდეს თვლები? ყოველი გადაცმისას და როცა ვიბრაცია გაჩნდება. მხოლოდ გარბენის მიხედვით ბალანსირებას აზრი არ აქვს.

შეიძლება ერთ ღერძზე სხვადასხვა საბურავი? არა. ერთ ღერძზე ერთი მოდელი და დაახლოებით ერთნაირი ცვეთა. ოთხწამყვანზე ღერძებს შორის დიამეტრის დიდი სხვაობა მუფტას ან რაზდატკას ტვირთავს.

რა წნევა ჩავტუმბო? რაც კარის ღიობის ან ავზის ლუქის სტიკერზე წერია. საბურავის გვერდზე დაწერილი ციფრი მაქსიმუმია და არა ნორმა. ცივზე შეამოწმეთ: ბათუმის ზაფხულში სვლის მერე წნევა ადვილად 0.2-0.3 ბარით იმატებს.

საბურავი ჯდება, ლურსმანი კი არ არის. რატომ? ხშირად ნიპელია ან დაჟანგულ დისკთან ბორტი ატარებს. ზოგჯერ შენადნობის დისკზე ბზარია. ვტუმბავთ, საპნიან წყალს ვასხამთ და ბუშტებს ვეძებთ.

●  06 · კონტაქტი

დაგვიტოვეთ განაცხადი — გადმოგირეკავთ და დათვალიერებაზე ჩაგწერთ

მოგვწერეთ, რა დაემართა მანქანას. გადმოგირეკავთ, კითხვებზე გიპასუხებთ და დროს შევარჩევთ. ზუსტ ფასს დათვალიერების შემდეგ გეუბნებით: ფოტოზე დაზიანება ყოველთვის არ ჩანს.

განაცხადის გაგზავნით ეთანხმებით კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

ან მოგვწერეთ მესენჯერში — იქვე გიპასუხებთ:

მისამართი
აეროპორტის გზატკეცილი 212მ, ბათუმი
ტელეფონი / WhatsApp / Telegram
+995 599 66 66 75 · WhatsApp · Telegram
მარშრუტი
Google Maps ↗Yandex ↗Waze ↗
PRO SERVICE-ის შესასვლელი