მექანიკური კარობკის (გადაცემათა კოლოფის) შეკეთება

მექანიკური კარობკის (გადაცემათა კოლოფის) შეკეთება ბათუმში

მექანიკური კარობკის შეკეთება PRO SERVICE-ში (ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი 212მ): ვპოულობთ ხმაურის, ხრაშუნის ან გადაცემის ამოვარდნის მიზეზს და კოლოფს მხოლოდ მაშინ ვხსნით, როცა დაშლის გარეშე არ გამოდის. შეკეთება — 250 ლარიდან, დრო — 2-4 დღე, ნაწილებზეა დამოკიდებული. კალკულაციას სამუშაოს დაწყებამდე ვათანხმებთ.

რა მიუთითებს მექანიკური გადაცემათა კოლოფის გაუმართაობაზე

  • ერთი გადაცემის ჩართვისას ხრაშუნი — ამ გადაცემის სინქრონიზატორია გაცვეთილი. თუ ყველა გადაცემა ხრაშუნობს, ჯერ გადაბმულობას (ცეპლენიას) ვამოწმებთ: შეიძლება ბოლომდე არ თიშავდეს.
  • ზუზუნი ან გუგუნი, რომელიც გადაცემასა და სიჩქარესთან ერთად იცვლება — ლილვების ან დიფერენციალის საკისრები (პადშიპნიკები).
  • გადაცემა ვარდება დატვირთვისას ან გაზის აშვებისას — გაცვეთილი მუფტები და ფიქსატორები, ზოგჯერ ძრავისა და კოლოფის დამჯდარი ბალიშები.
  • მძიმედ ირთვება ან ბერკეტი თამაშობს — ხშირად კოლოფი კი არა, კულისა ან ტროსებია.
  • ზეთის ჟონვა ნახევარღერძების ან პირველადი ლილვის ჩობალებიდან (სალნიკებიდან), კარტერის შეერთებიდან.

როგორ ვადგენთ მიზეზს

  1. ხელოსანთან ერთად მგზავრობა: რომელ გადაცემაზე და რა რეჟიმში ჩნდება ხმა.
  2. ზეთის დონისა და მდგომარეობის შემოწმება. ლითონის ნაწილაკები და დამწვრის სუნი დაშლამდეც ბევრს ამბობს.
  3. კულისის, ტროსების, ბალიშებისა და ჩობალების დათვალიერება ამწეზე.
  4. თუ დაშლა საჭიროა — ვხსნით კოლოფს, ვამოწმებთ ლილვებს, საკისრებს, სინქრონიზატორებს, კბილანებს და გაცვეთილ დეტალებს გაჩვენებთ.

ზოგი პრობლემა მოხსნის გარეშე გვარდება: ზეთის შეცვლა, კულისის ტროსების რეგულირება ან შეცვლა, ნახევარღერძის ჩობალის შეცვლა. „სრულ გადაწყობას" იქ, სადაც საჭირო არ არის, არ გთავაზობთ.

რაზეა დამოკიდებული შეკეთების ფასი

  • წამყვანი თვლები. წინა წამყვანზე კოლოფის მოხსნა უფრო მარტივია, ვიდრე სრულ წამყვანზე, რაზდატკითა და კარდანით.
  • სამუშაოს მოცულობა. ერთი საკისარი თუ სინქრონიზატორების სრული კომპლექტი — ფასში დიდი სხვაობაა.
  • ნაწილები. ორიგინალი, ხარისხიანი ანალოგი ან კონტრაქტული კოლოფი: შემოწმების შემდეგ ვარიანტებს ვითვლით.
  • ცეპლენიასთან ერთად. კოლოფი უკვე მოხსნილია — ამიტომ ცეპლენიის შეცვლა ცალკე ვიზიტთან შედარებით იაფი გამოვა. თუ დისკი და პლიტა (კორზინა) ბოლოზეა, ჯობია ერთად გაკეთდეს.

ფასი

სამუშაოფასი, ₾
მექანიკური კოლოფის შეკეთება მოხსნით250-დან
მექანიკურ კოლოფში ზეთის შეცვლა40-დან
ცეპლენიის შეცვლა150-დან

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს მექანიკური კარობკის შეკეთება?

250 ლარიდან. საბოლოო თანხა იმაზეა დამოკიდებული, რას ვიპოვით შემოწმებისას; კალკულაციას ნაწილების შეკვეთამდე ვათანხმებთ.

მხოლოდ მეორე გადაცემა ხრაშუნობს — სასწრაფოა?

სიარული შეიძლება, მაგრამ სინქრონიზატორი გაცვეთას გააგრძელებს. ნელი გადართვა ბოლომდე დაჭერილი ცეპლენიით შეკეთებას მხოლოდ გადადებს.

შევაკეთო თუ კონტრაქტული კოლოფი ჩავსვა?

დამოკიდებულია მოდელზე, ნაწილების ხელმისაწვდომობასა და კორპუსის მდგომარეობაზე. შემოწმების შემდეგ ორივე ვარიანტს ფასით გაჩვენებთ.

რამდენი ხანი სჭირდება?

2-4 დღე; მეტი, თუ ნაწილები შეკვეთით მოდის.

ზეთის შეცვლა ხმაურს მოხსნის?

თუ ზეთი ძველია ან ცოტაა, ხმა ზოგჯერ მცირდება. გაცვეთილ საკისარს ვერ უშველის, მაგრამ მექანიკურ კოლოფში ზეთის შეცვლა იაფი პირველი ნაბიჯია.

●  06 · კონტაქტი

დაგვიტოვეთ განაცხადი — გადმოგირეკავთ და დათვალიერებაზე ჩაგწერთ

მოგვწერეთ, რა დაემართა მანქანას. გადმოგირეკავთ, კითხვებზე გიპასუხებთ და დროს შევარჩევთ. ზუსტ ფასს დათვალიერების შემდეგ გეუბნებით: ფოტოზე დაზიანება ყოველთვის არ ჩანს.

განაცხადის გაგზავნით ეთანხმებით კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

ან მოგვწერეთ მესენჯერში — იქვე გიპასუხებთ:

მისამართი
აეროპორტის გზატკეცილი 212მ, ბათუმი
ტელეფონი / WhatsApp / Telegram
+995 599 66 66 75 · WhatsApp · Telegram
მარშრუტი
Google Maps ↗Yandex ↗Waze ↗
PRO SERVICE-ის შესასვლელი