კოროლას (Toyota Corolla) ხელოსანი ბათუმში

კოროლას (Toyota Corolla) ხელოსანი ბათუმში

კოროლას ხელოსანი ბათუმში 150-ს, 170-ს და 210-ს თითქმის ერთი და იგივე ჩივილით ხვდება: 2ZR-ზე პომპა ჟონავს, 150-ზე საჭის სვეტში აკაკუნებს, ვარიატორი ადგილიდან დაძვრისას კანკალებს. მოდით PRO SERVICE-ში, აეროპორტის გზატკეცილზე, 212მ.

Corolla-ს ძარები, რომლებიც ბათუმში დადის

E150 და ამერიკული E140 (2006-2013). ცნობილი „150-იანი". ევროპული და იაპონური მანქანები 1ZR-FE 1.6 ან 2ZR-FE 1.8 მატორით, ამერიკული 2ZR-FE-თი და ოთხსიჩქარიანი U341E ავტომატით. ზოგ ევროპულ ვერსიაზე ავტომატის ნაცვლად MMT რობოტია.

E170 (2013-2019). ამერიკული მანქანები ძირითადად 2ZR-FE ან 2ZR-FAE მატორით და ვარიატორით.

E210 (2018-დან). TNGA პლატფორმა: 2ZR-FAE 1.8 ვარიატორით, M20A-FKS 2.0 Direct Shift ვარიატორით, რომელსაც დაძვრისთვის ცალკე მექანიკური გადაცემა აქვს, და ჰიბრიდი.

მატორს და კარობკას ნაწილების შეკვეთამდე VIN-ით ვამოწმებთ: კომპლექტაციები ბევრია და ფილტრები, ზეთები, ბერკეტები განსხვავდება.

რა ფუჭდება კოროლაზე: მატორი, კარობკა, საჭე, ხადავოი

მატორები 2ZR-FE და 2ZR-FAE. დიდ გარბენს უძლებს, მაგრამ პომპა იწყებს ჟონვას ან ხმაურს, ცივ ქოქვაზე ფაზორეგულატორი წამით ტკაცუნებს, ზოგ მანქანაზე 200 ათასი კილომეტრის შემდეგ ზეთის ხარჯი იზრდება. პომპის შეცვლა კოროლაზე ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სამუშაოა.

ვარიატორი (E170, E210). ძველ ზეთზე ადგილიდან დაძვრისას კანკალი და გზაზე გუგუნი ჩნდება. Toyota ზეთს მთელი ვადით თვლის, მაგრამ ქალაქში და სიცხეში მისი შეცვლა ღირს. იხილეთ ვარიატორის შეკეთება.

MMT რობოტი (ევროპული E150). ცვდება გადაბმულობის დისკი, აქტუატორი ჭირვეულობს, დაძვრისას მანქანა აბიძგებს. ნაწილს სკანერით ადაპტაცია შველის, დანარჩენს დისკის შეცვლა.

საჭე. E150-ზე ხშირი ჩივილია კაკუნი საჭის სვეტში პატარა ორმოებზე. მიზეზი ჩვეულებრივ საჭის ლილვის შუალედური კარდანია. რეიკაში ადვილად ერევათ, ამიტომ ორნი ვამოწმებთ: ერთი საჭეს არხევს, მეორე ქვემოდან უსმენს. იხ. საჭის რეიკა.

ხადავოი. წინ სტაბილიზატორის დგარები და ქვედა ბერკეტების უკანა საილენტბლოკები. უკან E150-სა და E170-ზე ძელია, რომლის საილენტბლოკებიც დროთა განმავლობაში იხევა. ბერკეტების შეცვლის მერე ყოველთვის ვაკეთებთ რაზვალ-სხოდს.

ავტომატი U341E. სიცხეს და საცობებს ცუდად იტანს, ზეთი წიგნში დაწერილზე სწრაფად მუქდება. იხ. ტოიოტას კარობკის შეკეთება.

ნაყიდი Corolla: ხუთი შემოწმება

  1. კარობკის ტიპი VIN-ით და მისი ზეთის მდგომარეობა.
  2. ანტიფრიზის კვალი პომპის ქვეშ.
  3. საჭის ლილვის კაკუნი.
  4. ძელის და წინა ბერკეტების საილენტბლოკები ამწეზე.
  5. ყველა ბლოკის შეცდომები და გარბენი.

ჯობია ეს ყველაფერი ფულის გადახდამდე ნახოთ: ყიდვამდე შემოწმება.

ფასი

სამუშაოფასი, ₾
კომპიუტერული დიაგნოსტიკა30-დან
Corolla-ს შემოწმება ყიდვამდე89-დან
მატორის ზეთის შეცვლა30-დან
ავტომატის ან ვარიატორის ზეთის შეცვლა70-დან
პომპის შეცვლა60-დან
ხადავოის დიაგნოსტიკა30-დან
ბერკეტის შეცვლა60-დან
რაზვალი50-დან

ხშირად დასმული კითხვები

Corolla 150-ზე საჭე აკაკუნებს. რეიკაა?

უფრო ხშირად საჭის ლილვის კარდანია, იშვიათად რეიკა ან საჭის ღეროები. ამწეზე ვარჩევთ.

შეიძლება კოროლას ვარიატორში ზეთის შეცვლა?

კი, დიდ გარბენზე საჭიროც არის. ვასხამთ მხოლოდ Toyota-ს დაშვების CVT სითხეს და დონეს სწორ ტემპერატურაზე ვამოწმებთ.

Corolla 170 ადგილიდან დაძვრისას კანკალებს. რა არის?

ჩვეულებრივ ვარიატორის ძველი ზეთი ან შიგნით ცვეთა, იშვიათად მატორის ბალიშები. ვიწყებთ სკანერით და ზეთის შემოწმებით.

რამდენი დამიჯდება Corolla-ს მომსახურება?

მატორის ზეთის შეცვლა — 30 ლარიდან, დანარჩენი ცხრილშია. თქვენს მანქანაზე ხარჯს დათვალიერების მერე გეტყვით.

●  06 · კონტაქტი

დაგვიტოვეთ განაცხადი — გადმოგირეკავთ და დათვალიერებაზე ჩაგწერთ

მოგვწერეთ, რა დაემართა მანქანას. გადმოგირეკავთ, კითხვებზე გიპასუხებთ და დროს შევარჩევთ. ზუსტ ფასს დათვალიერების შემდეგ გეუბნებით: ფოტოზე დაზიანება ყოველთვის არ ჩანს.

განაცხადის გაგზავნით ეთანხმებით კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

ან მოგვწერეთ მესენჯერში — იქვე გიპასუხებთ:

მისამართი
აეროპორტის გზატკეცილი 212მ, ბათუმი
ტელეფონი / WhatsApp / Telegram
+995 599 66 66 75 · WhatsApp · Telegram
მარშრუტი
Google Maps ↗Yandex ↗Waze ↗
PRO SERVICE-ის შესასვლელი