მერსედესის სერვისი და ძრავის ხელოსანი ბათუმში

მერსედესის სერვისი და ძრავის ხელოსანი ბათუმში

PRO SERVICE (ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი 212მ) აკეთებს მერსედესს: ძრავი, გაზგამანაწილებელი მექანიზმის ჯაჭვი, საკიდარი, ელექტროობა, ასევე Sprinter და Vito. ძრავის ხელოსანს ეძებთ თუ ხადავოისას, ყველაფერი დიაგნოსტიკით იწყება. შედეგის მიხედვით გეტყვით კალკულაციას და დროს.

მერსედესი აჭარის გზებზე

მსუბუქებიდან ყველაზე ხშირია E-კლასი და C-კლასი, უფრო იშვიათად S-კლასი; ჯიპებიდან ML/GLE, GL/GLS, შეხვდებით G-კლასსაც. ბევრი მეორადია გერმანიიდან და ამერიკიდან, რამდენიმე მფლობელით. ცალკე ჯგუფია Sprinter და Vito — მარშრუტკები, ტურისტული და სატვირთო ფურგონები. დიდი გარბენი აქვთ და მომსახურება გრაფიკით სჭირდებათ და არა „როცა გაფუჭდება".

ჯაჭვი: მთავარი საკითხი გარბენიან მერსედესზე

ბევრ მერსედესის ძრავზე გაზგამანაწილებელი მექანიზმი ჯაჭვზეა. ფიქრობენ, რომ სამუდამოა, მაგრამ გარბენთან ერთად ჯაჭვი იწელება, ცვდება დამჭიმი და მიმმართველები. ნიშნები:

  • ცივ ძრავზე დაქოქვისას პირველ წამებში რკინის ჩხრიალი;
  • განაწილების ლილვის მდებარეობის შეცდომები;
  • არათანაბარი მუშაობა, წევის დაკარგვა.

რაც უფრო ადრე შეიცვლება კომპლექტი, მით ნაკლებია რისკი, რომ ჯაჭვი გადახტეს და სარქველები დააზიანოს. დეტალურად — მერსედესის ჯაჭვის შეცვლა.

ძრავის შეკეთება და სხვა ხშირი მიმართვები

  • ზეთის ჟონვა: სარქველების თავსახურის, თბოგადამცვლელის შუასადებები, სალნიკები. ზეთი გაყვანილობაზე და რეზინზე მათ ადრე აბერებს.
  • ძრავი: კომპრესიის დაკარგვა, ზეთის ხარჯი, ფორსუნკების პრობლემა დიზელზე. ვიწყებთ დიაგნოსტიკით — იხ. მერსედესის ძრავის შეკეთება.
  • პნევმოსაკიდარი ზოგ E-ზე, S-ზე და ჯიპზე: დგომის შემდეგ მანქანა „ჯდება", კომპრესორი გაუჩერებლად მუშაობს. ვეძებთ ჟონვას დგარში, მილში ან სარქველებში.
  • ელექტრონიკა: ბევრი მართვის ბლოკი, შეცდომები აკუმულატორის შეცვლის ან რემონტის შემდეგ. საჭიროა სკანერი, რომელიც მერსედესს „ესმის".
  • ხადავოი: წინა ბერკეტები და საილენტბლოკები ჩვენს გზებზე უფრო სწრაფად ცვდება.

როგორ ვმუშაობთ მერსედესზე

  1. კომპიუტერულ დიაგნოსტიკაზე ვკითხულობთ ყველა ბლოკის შეცდომას და არა მხოლოდ ძრავის.
  2. ვამოწმებთ იმას, რასაც შეცდომა არ აჩვენებს: ხმაური, ჟონვა, ლუფტები.
  3. ვათანხმებთ კალკულაციას და ნაწილების ვარიანტს.
  4. რემონტის შემდეგ — განმეორებითი დიაგნოსტიკა და ადაპტაციების განულება, სადაც საჭიროა.

ფასი

სამუშაოფასი, ₾
კომპიუტერული დიაგნოსტიკა30-დან
ძრავის დიაგნოსტიკა30-დან
ჯაჭვის შეცვლა180-დან
ხადავოის დიაგნოსტიკა30-დან

ხშირად დასმული კითხვები

ორიგინალი თუ ანალოგი მერსედესზე?

შეგიძლიათ საკუთარი ნაწილები მოიტანოთ, მაგრამ მათზე გარანტია არ ვრცელდება. ჩვენ მიერ შეკვეთილ ნაწილებზე გარანტია ვრცელდება — ვადას მენეჯერი გითანხმებთ. ნაწილებს ნებისმიერ მანქანაზე შევუკვეთავთ.

თქვენი სკანერი მერსედესს კითხულობს?

რომელ ბლოკებს წაიკითხავს, წელზე და მოდელზეა დამოკიდებული — მოსვლამდე VIN-ით დაგვიზუსტეთ.

რამდენი ხანი სჭირდება ჯაჭვის შეცვლას?

ჩვეულებრივ 4-8 საათი, V-ძრავზე და დამატებით სამუშაოებთან ერთად მეტი.

Sprinter-ს აკეთებთ?

კი, ფურგონის ძრავს, ხადავოის, მუხრუჭებს და მომსახურებას ისევე ვაკეთებთ, როგორც მსუბუქ მერსედესზე.

●  06 · კონტაქტი

დაგვიტოვეთ განაცხადი — გადმოგირეკავთ და დათვალიერებაზე ჩაგწერთ

მოგვწერეთ, რა დაემართა მანქანას. გადმოგირეკავთ, კითხვებზე გიპასუხებთ და დროს შევარჩევთ. ზუსტ ფასს დათვალიერების შემდეგ გეუბნებით: ფოტოზე დაზიანება ყოველთვის არ ჩანს.

განაცხადის გაგზავნით ეთანხმებით კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

ან მოგვწერეთ მესენჯერში — იქვე გიპასუხებთ:

მისამართი
აეროპორტის გზატკეცილი 212მ, ბათუმი
ტელეფონი / WhatsApp / Telegram
+995 599 66 66 75 · WhatsApp · Telegram
მარშრუტი
Google Maps ↗Yandex ↗Waze ↗
PRO SERVICE-ის შესასვლელი