კია ოპტიმას (Kia Optima) ზეთის შეცვლა ბათუმში
კია ოპტიმას ზეთის შეცვლა ბათუმში ქარხნის სიბლანტით და დონის ჩანიშვნით: Theta II ძრავის ვკლადიშებს დაბალი და ძველი ზეთი ყველაზე მეტად აზიანებს, ამიტომ ვწერთ, რამდენი წავიდა წინა შეცვლის მერე. ძველს ვღვრით, ვცვლით ფილტრს და საცობის საყელურს. PRO SERVICE აეროპორტის გზატკეცილის 212მ-შია, სამუშაო 30 ლარიდან, 30-40 წუთი. ზეთის მოტანა შეგიძლიათ: შეიძლება, მაგრამ კლიენტის ნაწილებზე გარანტია არ ვრცელდება.
Optima-ს ძრავი და რამდენი ზეთი ჩადის
საქართველოში Optima ძირითადად ამერიკიდან შემოდის, ნაწილი კორეიდან K5-ის სახელით, ცოტა ევროპიდან. გარედან ჰგვანან ერთმანეთს, ძრავები კი სხვადასხვაა, ამიტომ ჯერ VIN-ს ვკითხულობთ.
- 2.4 GDI, G4KJ (Theta II) — ყველაზე ხშირი, ამერიკული TF და JF. 5W-20 ან 5W-30, წლისა და წიგნის მიხედვით. ფილტრით დაახლოებით 4,8 ლიტრი.
- 2.0 T-GDI, G4KH (Theta II) — SX და SXL კომპლექტაციები, 5W-30.
- 2.0 Nu ბენზინზე ან გაზზე (LPI) — კორეული K5, 5W-30.
- 1.6 T-GDI, G4FJ (Gamma) — JF რობოტული 7DCT კარობკით, წიგნით.
- ჰიბრიდი — TF-ზე 2.4, JF-ზე 2.0 GDI, ზეთი ჰიბრიდის წიგნით.
2.4-ის გარდა მოცულობას VIN-ით ვადარებთ.
ყველას ერთი რამ აქვს საერთო: ფილტრი ჩვეულებრივი მოსახრახნი "ქილაა", კარტრიჯი კორპუსში არ არის. 2.4-ს ოთხლიტრიანი ბიდონი არ ჰყოფნის. აიღეთ ხუთლიტრიანი ან 4+1, ნარჩენი საბარგულში დადეთ დასამატებლად.
Theta II და ბარბაცის საკისრები
2.4 და 2.0T Theta II-ის ოჯახიდანაა. აშშ-ში ამ ძრავებზე გამოძახების კამპანიები (recall) იყო და ძრავის გარანტიაც გაგრძელდა, ბარბაცის ვკლადიშების (საკისრების) ცვეთის გამო. დეტალები გვერდზე Kia Optima-ს რემონტი, აქ მხოლოდ ის, რაც ზეთს ეხება.
ვკლადიშები პირველი ზიანდება, როცა ზეთი ცოტაა ან ძველია. აშშ-ში გარანტიას მხოლოდ დადასტურებული შეცვლის ისტორიით უგრძელებდნენ. აუქციონის მანქანას ასეთი ისტორია არ აქვს, ამიტომ ყიდვისთანავე შეცვალეთ, გამყიდველი "ახლახან შევცვალეო" რომც გეუბნებოდეთ. მერე თვეში ერთხელ ზონდი ამოიღეთ. შეცვლებს შორის ლიტრზე მეტი თუ იკლებს, მოდით ძრავის დიაგნოსტიკაზე, დამატება და ლოდინი გამოსავალი არ არის.
ამერიკული Optima-ს VIN-ით შეგვიძლია ვნახოთ, გაიარა თუ არა მანქანამ ძრავის გამოძახების კამპანიები, დეტონაციის კონტროლის პროგრამის ჩათვლით. თქვენთან ერთად ვნახავთ.
Kia-ს ორი გრაფიკი და ბათუმის ზაფხული
ამერიკულ წიგნში Kia-ს ორი გრაფიკი აქვს: 7 500 მილი (დაახლოებით 12 000 კმ) ჩვეულებრივი სიარულისთვის და ორჯერ მოკლე მძიმესთვის. მძიმედ Kia საცობებს, სიცხეს, მოკლე გასვლებს, მთას და ტვირთით სიარულს თვლის. ბათუმის ზაფხულში ყველაფერი ერთად ემთხვევა, ამიტომ Optima-ზე 6-7 ათას კილომეტრს ან ნახევარ წელს ვიღებთ.
GDI-ს გაჭიანურება თავისი მიზეზით არ უყვარს. ზამთარში მოკლე გასვლებზე ბენზინის ნაწილი კარტერში ხვდება, ზეთი თხელდება და ზონდზე დონე მოიმატებს კიდეც. ბენზინის სუნი ზეთში "ხარჯი არ აქვს" კი არა, გათხელებული ზეთია. ტურბო 2.0T და 1.6T ზეთს უფრო აცხელებს, ტურბინის საკისარი კი იმდენ ხანს ძლებს, რამდენსაც ზეთი.
შეცვლა Optima-ზე
ძრავს ვათბობთ, მანქანას ამწეზე ვწევთ და ქვედა დაცვას ვხსნით. კარტერის საცობს ვხსნით და ველოდებით, სანამ ჩამოვა. ძველ ფილტრს ვხრახნით, ახლის რეზინს ახალ ზეთს ვუსვამთ და ხელით ვუჭერთ. საცობი ახალ საყელურზე ბრუნდება, ძალის გარეშე: კარტერის ხრახნი სამუდამო არ არის. ვასხამთ ნორმაზე ცოტა ნაკლებს, ვქოქავთ, ვაჩერებთ და ორიოდე წუთში ზონდით ზედა ნიშნულამდე ვამატებთ. პანელზე სერვისის შეხსენება თუ ანთია, პარამეტრების მენიუდან ვანულებთ.
Optima-ზე კაპოტის ქვეშ და ქვემოდან
- სარქველების ხუფის შუასადებს. Theta II-ზე ხშირად ჟონავს, ზეთი სანთლების ჭებში ჩადის, მერე კი ანთება ცდება.
- კარტერის ვენტილაციის სარქველს და შლანგებს: თუ გაჭედილია, კარტერში წნევა იმატებს და ახალი ჟონვა ჩნდება.
- 2.0T-სა და 1.6T-ზე ტურბინის ზეთის მილებს, დეტალები ტურბინის რემონტში.
- ჩამოსხმულ ზეთს: მეტალის ბრჭყვიალს ან ბენზინის სუნს ეგრევე ნარიადში ვწერთ და გაჩვენებთ.
- საჰაერო ფილტრს და სალონისას. სიცხეში კონდიციონერი როგორ უბერავს, სალონის ფილტრზეა დამოკიდებული.
ფასი
| სამუშაო | ფასი, ₾ |
|---|---|
| Optima-ს ზეთისა და ფილტრის შეცვლა | 30-დან |
| საჰაერო ფილტრი | 20-დან |
| სალონის ფილტრი | 20-დან |
| ძრავის დიაგნოსტიკა ხარჯზე ან კაკუნზე | 30-დან |
ზეთსა და ფილტრს ცალკე იხდით, ჩეკით.
კითხვები Optima-ზე
რა ზეთი ჩავასხა Optima 2.4-ში? რაც თქვენი წლისა და ბაზრის წიგნშია: ამერიკულზე 5W-20 ან 5W-30 API დაშვებით, კორეულსა და ევროპულზე 5W-30. წიგნი თუ არ გაქვთ, VIN-ით ვარჩევთ.
რამდენი ზეთი ჩადის Optima 2.4 GDI-ში? დაახლოებით 4,8 ლიტრი ფილტრიანად. ბოლოს მაინც ზონდი წყვეტს, არა ინტერნეტში ნანახი ციფრი.
Theta II-ს დიდი გარბენი აქვს. სქელ ზეთზე ხომ არ გადავიდე? არა. სქელი ზეთი ცივ ქოქვაზე საკისრებამდე გვიან მიდის, Theta II-ზე კი სწორედ საკისრებს ვუფრთხილდებით.
ოპტიმა ზეთს ჭამს. ნორმაა? ინტერვალზე ნახევარი ლიტრი გვხვდება. 5 000 კმ-ზე ლიტრი და მეტი დიაგნოსტიკის საბაბია, განსაკუთრებით 2.4 GDI-ზე.
ჰიბრიდი მაქვს. იმავე სიხშირით ვცვალო? კი. ჰიბრიდის ძრავი მთელი დღე ირთვება და ჩერდება, ზეთი მძიმე რეჟიმში მუშაობს. ინტერვალი ბენზინის ვერსიაზე გრძელი არ არის.
● 06 · კონტაქტი
დაგვიტოვეთ განაცხადი — გადმოგირეკავთ და დათვალიერებაზე ჩაგწერთ
მოგვწერეთ, რა დაემართა მანქანას. გადმოგირეკავთ, კითხვებზე გიპასუხებთ და დროს შევარჩევთ. ზუსტ ფასს დათვალიერების შემდეგ გეუბნებით: ფოტოზე დაზიანება ყოველთვის არ ჩანს.
განაცხადის გაგზავნით ეთანხმებით კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
ან მოგვწერეთ მესენჯერში — იქვე გიპასუხებთ:
- მისამართი
- აეროპორტის გზატკეცილი 212მ, ბათუმი
- ტელეფონი / WhatsApp / Telegram
- +995 599 66 66 75 · WhatsApp · Telegram
- მარშრუტი
- Google Maps ↗Yandex ↗Waze ↗
