Honda Fit-ის ხადავოის შეკეთება: ბალკა, სტოიკები, ამორტიზატორები

Honda Fit-ის ხადავოის შეკეთება: ბალკა, სტოიკები, ამორტიზატორები ბათუმში

Honda Fit-ის ხადავოის შეკეთება ბათუმში უმეტესად უკანა ბალკის საილენტბლოკებზე, სტაბილიზატორის სტოიკებზე, ამორტიზატორებსა და საყრდენებზე მოდის. Fit-ს GD-დან GK-მდე ყველა ძარაზე ვაკეთებთ, ჰიბრიდებსაც. სერვისს აეროპორტის გზატკეცილზე, 212მ-ში გვნახავთ. შემოწმება ამწეზე 30 ლარიდან, ამორტიზატორი 30 ლარიდან ცალზე.

Fit-ის საკიდარი: McPherson და ბალკა

სქემა მარტივია და შეკეთებაში იაფი. წინ McPherson, უკან წინამძრავიან მანქანებზე ტორსიონული ბალკა. ბალკა ძარაზე ორი დიდი საილენტბლოკით კიდია, ზამბარები და ამორტიზატორები ცალკე დგას. იაპონიიდან ჩამოყვანილ სრულამძრავიან Fit-ს უკანა ღერძი სხვა აქვს და წინამძრავიანის დეტალები არ ერგება, ამიტომ შეკვეთამდე ამძრავს ძარის ნომრით ვამოწმებთ.

Fit მსუბუქია, მაგრამ აქ ხშირად ტაქსად მუშაობს ან ყოველდღე ოჯახს დაატარებს ქალაქში. გარბენი სწრაფად გროვდება და ხადავოი წლებით კი არა, კილომეტრებით და ორმოებით ცვდება. კლირენსი პატარაა, დისკები 14-15 დიუმიანი, ამიტომ მაღალ „მწოლიარე პოლიციელზე" Fit ბუფერებამდე ჯდება.

როგორ ჟღერს და იქცევა ნაცვეთი Fit

უკანა ნაწილი კვალში დაცურავს და ორმოს შემდეგ იქნევა. ეს ბალკის საილენტბლოკებია. რეზინა გაიხევა თუ არა, ბალკა იძვრის და უკანა თვლები ოდნავ თვითონ იწყებს მოსაჭეობას. მძღოლს ეჩვენება, თითქოს უკნიდან ვიღაც აწვება.

  • კაკუნი წინიდან წვრილ უსწორმასწორობებზე. სტოიკებია, Fit-ზე თხელია და პირველი ნებდება.
  • მძიმე დარტყმა წინიდან დიდ ორმოში. დგარის საყრდენი ან ბუფერი, ზოგჯერ ამორტიზატორი უკვე ცარიელია.
  • ჭრიალი პარკინგზე საჭის ტრიალისას. წინა დგარის საყრდენის საკისარი.
  • ქობულეთის გზაზე მანქანა „ცურავს" და ქანაობს. ამორტიზატორები, ხშირად ოთხივე.
  • წინა საბურავები კიდეზეა გაცვეთილი. წინა ბერკეტის საილენტბლოკები ან შარავოი.

ფიტის ბალკის საილენტბლოკები, შარავოი, ამორტიზატორები: როგორ ვცვლით

  1. ჯერ ამწე. Fit პატარაა, ყველაფერი ჩანს და დათვალიერებას ბევრი დრო არ სჭირდება.
  2. ბალკას მთლიანად არ ვხსნით. ქვემოდან ვაყრდნობთ, კრონშტეინებს ვხსნით და ძველ საილენტბლოკებს სახსნელით ვაძრობთ. ახლებს ნიშნულებით ვსვამთ: რეზინა წრეზე ერთნაირი არ არის და მობრუნებული რეზინა მალე იხევა.
  3. შარავოი Fit-ზე ცალკე დეტალია. თუ მარტო ის იძვრის, ბერკეტის ყიდვა საჭირო არ არის.
  4. ამორტიზატორებს ღერძზე წყვილად ვცვლით, ბუფერებთან და პილნიკებთან (მტვერდამცავებთან) ერთად. ძველ მანქანებზე საყრდენებსაც, თორემ ნახევარ წელიწადში ისევ დაშლა მოგვიწევს.
  5. ბალკისა და ბერკეტების ჭანჭიკებს თვლებზე, წონის ქვეშ ვჭიმავთ.
  6. ვარეგულირებთ რაზვალს. ბალკაზე უკან დასარეგულირებელი არაფერია, ამიტომ თუ იქ კუთხეები წავიდა, მოღუნულ ბალკას ან მკვდარ რეზინებს ვეძებთ.

რას ვუყურებთ იაპონიიდან ჩამოსულ Fit-ზე

იაპონიის ჩრდილოეთიდან მოსული მანქანები მარილისგან გაჟანგული ბალკით და მიკრული ჭანჭიკებით მოდის. ზოგჯერ ბალკის კრონშტეინის ჭანჭიკის ჭრა გვიწევს, ამას წინასწარ გეტყვით და კალკულაციაში ჩავწერთ. საჭე თუ გადატანილია, საჭის ნაწილსაც ვამოწმებთ, ამაზე გვერდზე Honda Fit. ასევე ვუყურებთ შრუსის პილნიკებს, დგარების გაჟონვას და უკანა მუხრუჭის შლანგებს, რომლებიც ბალკასთან ძარას ეხახუნება.

ფასი

სამუშაოფასი, ₾
ხადავოის შემოწმება30-დან
ამორტიზატორი (ცალი)30-დან
წინა ბერკეტი60-დან
ბალკის საილენტბლოკები, სტოიკები, საყრდენებიდათვალიერების შემდეგ
რაზვალი50-დან

ხშირად დასმული კითხვები

Fit-ის უკანა ბალკის საილენტბლოკები ბალკის მოხსნის გარეშე იცვლება?

კი. ბალკას კრონშტეინებზე ვუშვებთ და რეზინებს სახსნელით ვაპრესავთ, ბალკა მანქანაზე რჩება.

ფიტი წინიდან აკაკუნებს, რა არის?

თითქმის ყოველთვის სტოიკები. უფრო იშვიათად დგარის საყრდენი ან შარავოი, ამწეზე ჩანს.

ჰიბრიდული Fit ისევე კეთდება?

კი, საკიდარი იგივეა და ბატარეა ხელს არ უშლის. ჰიბრიდზე უკანა ამორტიზატორებს უფრო ყურადღებით ვამოწმებთ, უკან მძიმეა.

ტაქსისთვის Fit-ზე გამაგრებული ზამბარები ღირს?

ჩვეულებრივ არა. სვლა ხისტდება, რეზინები და საყრდენები ნაკლებს ძლებს. ჯობია ნორმალური ამორტიზატორები და დროზე შეცვლილი საილენტბლოკები.

რამდენი დაჯდება ფიტის ხადავოი?

შემოწმება 30 ლარიდან, დანარჩენი გაცვეთილ დეტალებზეა. Fit-ის საკიდარი თვითონ იაფია, კალკულაციას თითო დეტალზე ვწერთ.

●  06 · კონტაქტი

დაგვიტოვეთ განაცხადი — გადმოგირეკავთ და დათვალიერებაზე ჩაგწერთ

მოგვწერეთ, რა დაემართა მანქანას. გადმოგირეკავთ, კითხვებზე გიპასუხებთ და დროს შევარჩევთ. ზუსტ ფასს დათვალიერების შემდეგ გეუბნებით: ფოტოზე დაზიანება ყოველთვის არ ჩანს.

განაცხადის გაგზავნით ეთანხმებით კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

ან მოგვწერეთ მესენჯერში — იქვე გიპასუხებთ:

მისამართი
აეროპორტის გზატკეცილი 212მ, ბათუმი
ტელეფონი / WhatsApp / Telegram
+995 599 66 66 75 · WhatsApp · Telegram
მარშრუტი
Google Maps ↗Yandex ↗Waze ↗
PRO SERVICE-ის შესასვლელი