საწვავის სისტემის შეკეთება: ბენზონასოსი, წნევა, ტნვდ ბათუმში
საწვავის სისტემის შეკეთებას ბათუმში გაზომვით ვიწყებთ: წნევა, ბენზონასოსი, მისი გაყვანილობა და რელე, პირდაპირი შეფრქვევის ძრავზე კი მაღალი წნევის საწვავის ტუმბოც (ტნვდ). მოდით აეროპორტის გზატკეცილზე, 212მ, და დეტალს მხოლოდ მაშინ შევცვლით, როცა ციფრები დამნაშავეს აჩვენებს. ძრავის დიაგნოსტიკა 30 ₾-დან, შეკეთების ფასს მის მერე გეტყვით.
რას ამჩნევს მძღოლი
- დიდხანს ატრიალებს სტარტერი, განსაკუთრებით ცხელზე, მოკლე გაჩერების მერე.
- უქმ სვლაზე (ხოლოსტოიზე) რიგზეა, ხულოსკენ აღმართზე კი ძრავი იხრჩობა და ხტის.
- სვლისას ქრება, წუთში კი ისე იქოქება, თითქოს არაფერი მომხდარა.
- უკანა სავარძლის ქვეშ ზუზუნი, უფრო ხმამაღალი, ვიდრე ადრე.
- კოდები P0087 (რამპაში დაბალი წნევა), P0171 / P0174 (ღარიბი ნარევი).
- ბენზინის სუნი სალონში ან მანქანის ქვეშ. ეს არ იცდის. დახურულ ავტოფარეხში ნუ დააყენებთ, ჩამოიყვანეთ.
შემოწმება: მანომეტრი, მოცულობა, ძაბვა
- თუ ძრავი ორივე რიგზე ამატებს საწვავს, ეს წნევაზე მიუთითებს და არა ერთ ფორსუნკაზე.
- დაბალი წნევის მხარეს მანომეტრს ვაერთებთ. ვუყურებთ წნევას უქმ სვლაზე, დატვირთვისას და გაჩერების მერე. თუ ძრავის ჩაქრობის მერე სწრაფად ვარდება, ან ნასოსის სარქველი ატარებს, ან ფორსუნკა.
- ვზომავთ მოცულობას: რამდენ საწვავს აწვდის ნასოსი გარკვეულ დროში. წნევა შეიძლება ნორმაში ჩანდეს, დატვირთვაზე კი საწვავი არ ჰყოფნიდეს.
- ძაბვას პირდაპირ ნასოსის კონექტორზე (ფიშკაზე) ვზომავთ. დაჟანგული კონექტორი, სუსტი რელე ან დამპალი მასა იგივე სიმპტომებს იძლევა, რასაც მომაკვდავი ნასოსი. ბათუმის ნესტში მანქანის ქვეშ და უკანა სავარძლის ქვეშ კონექტორები სწრაფად ჟანგდება.
- ნასოსის ამოღებისას ვუყურებთ ბადეს და იმას, რაც ავზის ფსკერზე დევს.
ბენზონასოსი
ნასოსი ავზში ზის, ერთ მოდულში დონის სენსორთან (დაჩიკთან) და ბადესთან ერთად. მას საწვავი აგრილებს, ამიტომ ჩვევა, რომ რეზერვის ნათურით იარო, მის სიცოცხლეს ამოკლებს. მეორე მკვლელი ავზში ჭუჭყი და ჟანგია.
მისასვლელი მანქანაზეა დამოკიდებული: ზოგზე უკანა სავარძლის ქვეშ ლუქია, ზოგზე ავზის ჩამოხსნა გვიწევს. ზოგი ნასოსი ცალკე იყიდება, ზოგი მხოლოდ მოდულით. შეცვლის მერე წნევას ხელახლა ვზომავთ და ვამოწმებთ, სწორად აჩვენებს თუ არა საწვავის ისარი.
ფილტრი და ფორსუნკები
ეს ცალკე სამუშაოებია, თავისი გვერდებით: საწვავის ფილტრის შეცვლა და ფორსუნკების წმენდა. აქ მხოლოდ ვარკვევთ, ხომ არ ხურავენ ისინი გზას, წნევის ვარდნით და ცილინდრების კორექციებით.
პირდაპირი შეფრქვევა (GDI, TSI, TFSI, D-4S)
ასეთ ძრავებს ორი ნასოსი აქვს. ავზში ელექტრო ნასოსი საწვავს დაბალი წნევით აწვდის, თავზე კი მექანიკური მაღალი წნევის ტუმბო, რომელსაც განაწილების ლილვის მუშტა (კულაჩოკი) აწვება, წნევას ათეულ და ასეულ ბარამდე სწევს. როცა ეს ტუმბო სუსტდება, ძალა იკარგება და ჩნდება P0087 ან მაღალი წნევის რამპის კოდები.
ჯერ ავზის ნასოსს ვამოწმებთ. თუ ის საკმარისს ვერ აწვდის, მაღალი წნევის ტუმბოს ტყუილად აბრალებენ და ტყუილად ცვლიან. ძველ VW და Audi 2.0 TFSI-ზე ტუმბოს ბიძგა ცვდება და მერე მუშტას ჭამს, ამიტომ ასეთი კოდებით მას ვხსნით და ვუყურებთ.
გაზზე მომუშავე მანქანები
საქართველოში ბევრი მანქანა გაზზეა გადაყვანილი, მეთანზე ან პროპანზე, განსაკუთრებით ტაქსები. ამბავი ყოველთვის ერთია: წლობით გაზზე დადის, ბენზინი ავზში თვეობით დგას. ნასოსი თითქმის არ მუშაობს, ბენზინის ფორსუნკები იჭვარტლება და იმ დღეს, როცა გაზი გათავდება, მანქანა ბენზინზე ძლივს მიდის.
ბენზინის ნაწილს ისევე ვამოწმებთ და ვაკეთებთ, როგორც ნებისმიერ სხვა მანქანაზე. ბევრი გაზის სისტემა ძრავს ბენზინზე ქოქავს და გათბობის მერე გადართავს, ასე რომ გაზიან მანქანასაც მუშა ბენზონასოსი სჭირდება. გაზის აღჭურვილობის მომსახურებაზე ჩაწერისას იკითხეთ.
ფასი
| სამუშაო | ფასი, ₾ |
|---|---|
| ძრავის დიაგნოსტიკა | 30-დან |
| საწვავის წნევის და მოცულობის გაზომვა | დათვალიერების შემდეგ |
| ბენზონასოსის ან მოდულის შეცვლა | დათვალიერების შემდეგ |
| ტნვდ-ის შეკეთება ან შეცვლა | დათვალიერების შემდეგ |
კითხვები ბენზონასოსზე და წნევაზე
შეიძლება მარტო ნასოსის შეცვლა, მოდულის გარეშე? ხშირად კი, თუ მოდულის კორპუსი და დონის სენსორი რიგზეა. ზოგ მანქანაზე ნაწილი მხოლოდ მოდულით იყიდება და მაშინ არჩევანი არ არის.
რატომ მოკვდა ნასოსი ასე ადრე? სამი ჩვეული მიზეზი: ცარიელ ავზზე სიარული, ჭუჭყი ავზში და ცუდი კონტაქტი. დაჟანგული კონექტორიდან ნასოსი მეტ დენს იღებს და ხურდება.
ნასოსის შეცვლისას ავზის გარეცხვა საჭიროა? თუ ძველ ბადეზე ჟანგი ან შავი ტალახია, კი. თორემ ახალი ნასოსი იმავე ჭუჭყით გაიჭედება.
გაზზე დავდივარ, ბენზინზე კი არ მიდის. ნასოსია? აუცილებლად არა. ხშირად გაჭვარტლული ბენზინის ფორსუნკებია ან ავზში ნახევარი წელი მდგარი ბენზინი. რიგრიგობით ვამოწმებთ, წნევიდან დაწყებული.
შეიძლება სიარული, თუ ცხელზე ძნელად იქოქება? ჯერჯერობით კი, მაგრამ ერთ დღეს საერთოდ არ დაიქოქება, ვთქვათ ბენზინგასამართზე ცხელ შუადღეს. წნევის გასაზომად ჩამოიყვანეთ, სანამ თავისით მოდის.
● 06 · კონტაქტი
დაგვიტოვეთ განაცხადი — გადმოგირეკავთ და დათვალიერებაზე ჩაგწერთ
მოგვწერეთ, რა დაემართა მანქანას. გადმოგირეკავთ, კითხვებზე გიპასუხებთ და დროს შევარჩევთ. ზუსტ ფასს დათვალიერების შემდეგ გეუბნებით: ფოტოზე დაზიანება ყოველთვის არ ჩანს.
განაცხადის გაგზავნით ეთანხმებით კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
ან მოგვწერეთ მესენჯერში — იქვე გიპასუხებთ:
- მისამართი
- აეროპორტის გზატკეცილი 212მ, ბათუმი
- ტელეფონი / WhatsApp / Telegram
- +995 599 66 66 75 · WhatsApp · Telegram
- მარშრუტი
- Google Maps ↗Yandex ↗Waze ↗
