ხადავოის კაკუნი: როგორ ვიპოვოთ მიზეზი სიტუაციის მიხედვით
განახლდა: · PRO SERVICE
ხადავოის კაკუნს ბათუმში ჩვეულებრივ იაფი ცვეთადი დეტალი იძლევა: სტაბილიზატორის სტოიკა ან ვტულკა, რიჩაგის საილენტბლოკი, შარავოი ან სტოიკის ზედა საყრდენი (ოპორა). რომელი აკაკუნებს, სიტუაცია გეტყვით: პატარა ორმოზე, მოხვევაში თუ დამუხრუჭებისას. ხანდახან ხადავოი სულაც არაფერ შუაშია და მაყუჩის (გლუშიტელის) თბოეკრანი ან საბარგულში დომკრატი წკრიალებს.
ჯერ დაიმახსოვრეთ, როდის აკაკუნებს
ხელოსანს ხმის აღწერა ნაკლებად ეხმარება, სიტუაცია კი ბევრს ეუბნება. „წინ მარჯვნივ, ქვაფენილზე, 20-30 კმ/სთ-ზე, საჭე სწორად" ძებნას ორ-სამ დეტალამდე ავიწროებს. მოსვლამდე გაიარეთ და დაიმახსოვრეთ: რა გზაა, რა სიჩქარე, რას აკეთებთ საჭით და პედლებით. თუ კაკუნი ქრება, როცა წინ მგზავრი ზის ან საბარგულს დაცლით, ესეც გვითხარით.
პატარა ორმოები და დაზიანებული ასფალტი
ხშირი ყრუ „ტუკ-ტუკ" პატარა უსწორმასწორობაზე, დაბალ სიჩქარეზე, უმეტესად სტაბილიზატორის სტოიკებია. დეტალი იაფია და სწრაფად იცვლება, ხალხი კი თვეობით დადის ამ ხმით და უარესს ელოდება. სტაბილიზატორის ვტულკები ნაკლებად აკაკუნებს, სამაგიეროდ ჭრიალებს, განსაკუთრებით ნესტიან ამინდში. ბათუმის ნესტში ეს რეზინა ორ სეზონში ხმება და ჭრიალს იწყებს.
უკანაც იგივე სურათია. ბევრ მანქანას უკან თავისი სტაბილიზატორის სტოიკები აქვს, ბალკიან მანქანებზე კი ბალკის საილენტბლოკები აკაკუნებს.
დიდი ორმოები და „მწოლიარე პოლიციელები"
მძიმე დარტყმა დიდ ორმოზე უფრო ამორტიზატორიდან და მის გარშემო დეტალებიდან მოდის: ბუფერი დაიშალა, ამორტიზატორმა ზეთი გაუშვა და ბოლომდე ჯდება, ან ოპორის რეზინა გაიხა. თუ მანქანა ორმოს შემდეგ ირწევა, ნახეთ სტატია როდის შევცვალოთ ამორტიზატორები.
ყრუ კაკუნი ქვემოდან, რომელიც იატაკში იგრძნობა, შეიძლება შარავოი იყოს. მასთან ხუმრობა არ შეიძლება: გაცვეთილი თითი ბუდიდან ამოვარდება და თვალი სვლისას იკეცება.
კაკუნი მოხვევისას
ადგილზე საჭის ტრიალისას ან პარკირებისას კაკუნი თუ ტკაცუნი პირველ რიგში სტოიკის ზედა ოპორებსა და მათ საკისრებზე მიუთითებს. საჭის წვერები და ტიაგები მსგავსად ჟღერს, ოღონდ მათ საჭეზე ხელით გრძნობთ. რეიკისგან განსხვავება აღწერილია სტატიაში რულავოი რეიკა აკაკუნებს. გაზით მოხვევისას ტკაცუნი კი გრანატაა, ამაზე ცალკე: მოხვევისას ტკაცუნი.
კაკუნი დამუხრუჭებისა და დაძვრისას
ერთჯერადი „კლაკ" გაჩერებისას ან ადგილიდან დაძვრისას ნიშნავს, რომ დატვირთვით რაღაც გადაადგილდა. ხშირად ეს რიჩაგის საილენტბლოკია, ბევრ მანქანაზე სწორედ წინა რიჩაგის უკანა, დიდი. რეზინა გაიხა, რიჩაგი წინ და უკან დადის, მასთან ერთად კი რაზვალიც იცვლება.
მეორე ვარიანტი სუპორტია გაცვეთილი მიმმართველებით ან კალოდკები ზამბარიანი ფირფიტების გარეშე. მარტივი ტესტი: უსწორმასწორო გზაზე პედალს მსუბუქად დააჭირეთ. თუ კაკუნი გაქრა, სამუხრუჭე მექანიზმს უნდა შევხედოთ.
როცა საკიდარი არაფერ შუაშია
ლითონის ჩხრიალი მანქანის შუა ნაწილიდან, უქმ სვლაზე ან გარკვეულ ბრუნებზე, თითქმის ყოველთვის გამონაბოლქვის თბოდამცავი ეკრანია. ზღვასთან მისი ხამუთები სწრაფად ჟანგდება და თხელი ფურცელი იწყებს წკრიალს. ახალი ხამუთი რამდენიმე წუთის საქმეა. მსგავს ხმას იძლევა გლუშიტელის მოწყვეტილი რეზინის საკიდი, დაუმაგრებელი სათადარიგო საბურავი, დომკრატი, ხელსაწყოები საბარგულში.
სწრაფი ცხრილი
| როდის აკაკუნებს | რას ვამოწმებთ ჯერ |
|---|---|
| პატარა ორმოები, დაბალი სიჩქარე | სტაბილიზატორის სტოიკები და ვტულკები |
| დიდი ორმოები | ამორტიზატორები, ოპორები, ბუფერები |
| საჭე ადგილზე ტრიალებს | ზედა ოპორები, საჭის წვერები |
| დამუხრუჭება და დაძვრა | საილენტბლოკები, სუპორტი |
| ყრუ კაკუნი, თვალს ლუფტი აქვს | შარავოი |
| ჩხრიალი უქმ სვლაზე | თბოდამცავი ეკრანი, გლუშიტელის საკიდები |
როდის მოხვიდეთ მაშინვე
კაკუნს თან ახლავს საჭის ლუფტი, მანქანა გზაზე დაცურავს, თვალი მრუდედ დგას, ან ორმოს მერე საჭე ცენტრში აღარ არის? ეს შეიძლება შარავოი, რიჩაგი ან ტიაგა იყოს და ასეთი მანქანით ტრასაზე არ გადიან. სტაბილიზატორის სტოიკით სერვისამდე მშვიდად ჩამოხვალთ.
ხადავოის დიაგნოსტიკა ამწეზე
PRO SERVICE-ში (ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი 212მ) მანქანას ამწეზე ვაყენებთ, თვალს ვკიდებთ და ლომით სხვადასხვა მიმართულებით ვაქანავებთ. ვათვალიერებთ პილნიკებს (რეზინის ჩექმებს) და ამორტიზატორზე ზეთის კვალს. შარავოის ლუფტი თვალით ჩანს, საილენტბლოკზე ბზარები და წანაცვლება, სტოიკა კი ხელით შერხევისას არ უნდა ტოკავდეს. მცურავ კაკუნს საცდელ სვლაზე ვიჭერთ, იმ გზაზე, სადაც ჩნდება. ხადავოის შემოწმება 30 ₾-დან. ვამბობთ, რა უნდა შეიცვალოს ახლა და რა მოიცდის. ნაპოვნს ადგილზევე ვცვლით: შარავოი, საილენტბლოკები, რიჩაგები.
ხშირად დასმული კითხვები
შეიძლება ვიარო, თუ სტაბილიზატორის სტოიკა აკაკუნებს?
კი, მაგრამ დიდხანს არა. მოხვევაში მანქანა მეტად იხრება, მოწყვეტილი სტოიკა კი მეზობელ დეტალებს ურტყამს.
სტოიკები შევცვალე, კაკუნი დარჩა. რატომ?
ესე იგი, მხოლოდ სტოიკა არ აკაკუნებდა, ან სულაც არ იყო ის. ხშირად მეორე მიზეზი ვტულკები ან ოპორაა, ამიტომ მთელ ღერძს ვამოწმებთ.
მხოლოდ წვიმაში ან ცივ დილას აკაკუნებს. რა არის?
უმეტესად რეზინის ვტულკები და საილენტბლოკები. სიცივეში რეზინა ხმება, ნესტში ჭრიალებს. გათბობის შემდეგ ხმა ქრება, დეტალი კი მაინც გაცვეთილია.
საჭიროა რაზვალი ხადავოის შეკეთების შემდეგ?
რიჩაგების, საილენტბლოკების, შარავოის ან ტიაგების შეცვლის შემდეგ კი. სტაბილიზატორის სტოიკების შემდეგ არა.
● 06 · კონტაქტი
დაგვიტოვეთ განაცხადი — გადმოგირეკავთ და დათვალიერებაზე ჩაგწერთ
მოგვწერეთ, რა დაემართა მანქანას. გადმოგირეკავთ, კითხვებზე გიპასუხებთ და დროს შევარჩევთ. ზუსტ ფასს დათვალიერების შემდეგ გეუბნებით: ფოტოზე დაზიანება ყოველთვის არ ჩანს.
განაცხადის გაგზავნით ეთანხმებით კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
ან მოგვწერეთ მესენჯერში — იქვე გიპასუხებთ:
- მისამართი
- აეროპორტის გზატკეცილი 212მ, ბათუმი
- ტელეფონი / WhatsApp / Telegram
- +995 599 66 66 75 · WhatsApp · Telegram
- მარშრუტი
- Google Maps ↗Yandex ↗Waze ↗
